ძველ ფოტოებზე გამოსახული „სულ სხვა ქეით მიდლტონი“ პოპულარული გახდა

ქეით მიდლტონის წარსულ ცხოვრებაში რომ ბევრი იქექება, არავისთვისაა საიდუმლო. ძნელი სათქმელია, რამდენად პოულობენ კომპრომატს, მაგრამ ეტყობა - ვერ პოულობენ, რადგან ახლა მის ძველ ფოტოებს მისდგნენ და აქტიურად აქვეყნებენ, კომენტარებში კი წერენ, რომ ამ ფოტოებზე ქეით მიდლტონი სულაც არ ჰგავს ახლანდელ პრინცესას და გაუგებარია, როგორ შეაყვარა თავი პრინც უილიამს. „მის ძველ ფოტოებში სამეფო ჩამომავლობის ნიშანწყალი არაა“ - ამ და მსგავსი სათაურებით დაიბეჭდა მიდლტონის ფოტოები რამდენიმე გამოცემაში. კაცმა რომ თქვას, ამ ფოტოებზე მართლაც ძნელი ამოსაცნობია ახლანდელი ქეით მიდლტონი, მაგრამ მერე რა?..

კომენტარი