ბრუკლი ბექჰემი და მილიარდერის ქალიშვილი ოფიციალურად დაინიშნენ (ფოტო)

დევიდ და ვიქტორია ბექჰემების უფროსი ვაჟი, ბრუკლინი მსახიობ ნიკოლა პელტციზე დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია ბრუკლინმა „ინსტაგრამზე“ თავად გაავრცელა.


„მე მას ვკითხე, გამომყვებოდა თუ არა ცოლად და მან მიპასუხა დიახ, უბედნიერესი მამაკაცი ვარ, საუკეთსო მეუღლე და ერთხელაც, საუკეთსო მამა გავხდები, მიყვარხარ პატარავ“, – ასეთი სათაურით გამოაქვეყნა პოსტი ბრუკლინმა.

ცნობისთვის, 21 წლის ბრუკლინი და 25 წლის ნიკოლა ერთმანეთს 7 თვე ხვდებიან. ნიკოლა პელტცის მამა, ნელსონ პელტცი კომპანია Trian Fund Management-ის დამფუძნებელი და მმართველია. მისი ქონება 1, 72 მილიარდ დოლარს შეადგენს.

კომენტარი