რუსეთის პრეზიდენტი თინა კანდელაკს „ეჩალიჩება“ – მათ პაემანიც დათქვეს

სკანდალური ტელეწამყვანი, თინა კანდელაკი დღეს 36 წლის გახდა. რასაკვირველია, სოციალურ ქსელებში, სადაც, როგორც წესი, აღნიშნულია იუზერის დაბადების თვე და რიცხვი, მას პირველებმა სწორედ ინტერნეტმომხმარებლებმა მიულოცეს.

სხვებს არც რუსეთის პრეზიდენტი ჩამორჩა. ჩამორჩა კი არადა, ერთ–ერთი პირველი იყო, ვინც თინა კანდელაკს დაბადების დღე მიულოცა: „დაბადების დღეს გილოცავ, თინა, როგორც ჩემი, ასევე სერგეი სობიანინის სახელით!“, – დაწერა დიმიტრი მედვედევმა „ტვიტერში“, საკუთარ მიკრობლოგში.

რა თქმა უნდა, სკანდალური ტელეწამყვანი თავისი ქვეყნის (არ გვეშლება) პირველ პირს მაშინვე გაეპასუხა და საპასუხოდ დაწერა – საღამოს სამივე შევიკრიბოთ და... განათლების სისტემის კონცეფცია განვიხილოთო. თუ გავითვალისწინებთ, რომ დუმილი თანხმობის ნიშანია, სამთა შეხვედრა აუცილებლად შედგება. შეგახსენებთ, რომ დიმიტრი მედვედევის მიერ მოხსენიებული სერგეი სობიანინი მოსკოვის მერია.

კომენტარი