სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ექთანი მწოლიარე პაციენტებს წამლის დიდ დოზას უკეთებდა" - პრეპარატები გულის არითმიას იწვევდა, რის შემდეგაც გარდაიცვალა 85 ადამიანი

გერმანიაში, ყოფილმა ექთანმა ნილს ჰეგელმა, რომელიც სამუდამო პატიმარია და სასჯელს 85 პაციენტის მკვლელობისთვის იხდის, განაჩენი გაასაჩივრა. ამის შესახებ ABC News წერს.

ჰეგელს გერმანიაში, ქალაქ ოლდენბურგის სასამართლომ განაჩენი 2019 წელს გამოუტანა. ის 2000-დან 2005 წლამდე პერიოდში ოლდენბურგისა და დელმენხორსტის ჰოსპიტლებში, პაციენტებს გაუსწორდა.

ექთანი მწოლიარე პაციენტებს წამლის დიდ დოზას უკეთებდა. პრეპარატები გულის არითმიას იწვევდა, რის შემდეგაც ავადმყოფები რეანიმაციაში გადაჰყავდა. მისი თქმით, ამით სურდა ადმინისტრაციისთვისა და კოლეგებისთვის ეჩვენებინა, რომ მოწყენილობას ამ მეთოდით ებრძვის. თუმცა ყველა პაციენტის რეანიმირება ვერ მოხდა, რადგან 85 წამლის გადამეტებული დოზის მოქმედების შედეგად დაიღუპა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100