სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გონზე რეანიმეაციაში მოვედი" - მაია ასათიანმა თვითმკვლელობა სცადა

ჟურნალისტი მაია ასათიანი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში შოუ "პროფილის" 27-ე სეზონს იწყებს. ახალ პრომო-ვიდეოში ის საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე საუბრობს, სადაც ყვება, თუ როგორ ჰქონდა სუიციდის მცდელობები, რა ურთიერთობები აქვს საკუთარ რესპონდენტებთან და როგორია მისი დღევანდელი ცხოვრება.

„მე მეორედ დავიბადე, მე ცხოვრება ისევ მიხარია, მოდი აქ და გიჩვენებ ჩემს პატარა სამოთხეს... სუიციდის მცდელობა ორჯერ მქონდა… გონზე რეანიმეაციაში მოვედი… როცა აღმოვაჩენ, რომ კარგად ვარ, მერე ჩემი თავის „მიტყდება” – მაია, როგორ ხარ კარგად?!. მეხივით დამეცა და მთელი ცხოვრება ყირაზე დამიყენა… ჩემი ცხოვრება ეს არის და სხვა არ მაქვს, მე ეს გამომივიდა…", - ისმის ინტევიუს ფრაგმენტები ვიდეოში.

ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის ეთერში, მაია ასათიანის თოქშოუ "პროფილის" 27-ე სეზონი ხუთშაბათს დაიწყება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100