სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"რატი, ვიზიარებ... ეკატერინე ტიკარძე, სირცხვილია!" - აი, რას უწერს ია ფარულავა 19 წლის გარდაცვლილი გოგოს მხატვარ მამას

მსახიობი ია ფარულავა, კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის გოგოს მამას, მხატვარ რატი თორდიას შვილის გარდაცვალების გამო უსამძიმრებს.

"კოვიდსასტუმრო... დაგვიანებული საავადმყოფო... თანმხლები დაავადება... " - წერს ია ფარულავა და გარდაცვლილი გოგოს ფოტოს აზიარებს.

პოსტის კომენტარებში კი პასუხისმეგებლ პირებს მიმართავს:

"ეკატერინე ტიკარაძე, ჯანდაცვის სამინსიტრო, საქართველოს მთავრობა, სირცხვილია!!! ყველაფერი ნაცნობობით ხდება, სამწუხაროდ, ამაში ვრწმუნდები" - წერს მსახიობი.

საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგო გარდაიცვალა. ის მხატვარ რატი თორდიას შვილი, თეკლა თორდიაა.

კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ შვილის გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია და კოვიდსასტუმროში არასათანადო მოვლა გახდა.

ექიმი ამბობს, რომ პაციენტის თანმხლები დაავადება იყო საკმაოდ დამძიმებული და მისი მართვა მიმდინარეობდა არასწორად.

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100