სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გუგა კუზანოვი წელს ფეიერვერკს სწორად გაისვრის! - ნახეთ, რას აცხადებს ნინო კუზანოვა

ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე პირობას დებს, რომ მისი მეუღლე, პლასტიკური ქირურგი გუგა კუზანოვი წელს ფეიერვერკს სწორად გაისვრის და ხუმრობს, რომ იქნებ ყველაფერი დალაგდეს.

"– ხო ხედავთ რა დაგვმართა, ერთმა უკუღმა გასროლილმა შუშხუნამ? სხვა გზა არ არის, წელს სწორად უნდა გაისროლოს.

მე ვთვლი, რომ მძიმე წლიდან გამომდინარე, ახალ წელს შუშხუნების და დიდი ზეიმის დრო არ არის.

ვირუსით იმდენი გარდაცვლილი გვყავს ქვეყანაში, ეს დღესასწაულები მაქსიმალურად მოკრძალებულად უნდა ჩავატაროთ.

გუგას შუშხუნა ფეიერვერკის დატვირთვა არ ექნება, მან სწორად უნდა ისროლოს, რომ ყველაფერი სწორად წავიდეს", - განაცხადა ნინომ "სარკესთან".

შეგახსენებთ, ნინო ნადირაძემ შარშან სოციალურ ქსელში გაავრელა ვიდეო, სადაც მისი მეუღლე საახალწლო ფეირვერკს უკუღმა ხსნის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100