სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსახიობი რუსლან მიქაბერიძე გარდაიცვალა

81 წლის ასაკში მსახიობი რუსლან მიქაბერიძე გარდაიცვალა.

რუსლან მიქაბერიძე იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა და მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრებში. ასევე იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი.

შესრულებული აქვს მრავალი კინოროლი. რუსლან მიქაბერიძეს ასევე გამოცემული აქვს რამდენიმე პოეტური კრებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100