"ბენ, ინგლისურად წერე რა, ჩვენ ჯერ ისევ გვიყვარხარ" - რამ გააღიზიანა კოშკელიშვილის ქმრის მეგობრები და შემთხვევით, ნუკიმ ხომ არ ჩაიგდო ხელში ქმრის ინსტაგრამი?

"ხარ ვალენტინობის დღისთვის სასურველი? ეს ასე მალე! რამე განსაკუთრებული დაგეგმილი გაქვთ თქვენთვის საყვარელი ადამიანისთვის?
სიმართლე ის არის, რომ ჩვენ არ უნდა დაველოდოთ 1 დღეს ყოველ წელს, რომ რაიმე განსაკუთრებული გავაკეთოთ იმისთვის, ვინც გიყვარს. ჩვენ ეს ყოველდღე უნდა გავაკეთოთ. თუმცა ალბათ ამ შეცდომას ყველანი ვუშვებთ. ვალენტინების დღე სასიამოვნო შეხსენებაა იმისთვის, რომ დარწმუნდეთ, რომ ყოველთვის აფასებთ თქვენს სიყვარულს. ასევე ეს არის კარგი გზა, რომ მივესალმო ახალ ჩახშობას. იყიდი საჩუქრებს? რა არის საუკეთესო საჩუქარი? განათავსეთ თქვენი იდეა კომენტარებში, რათა ვნახოთ რა ვიყიდოთ. ან იქნებ გსურთ შექმნათ საჩუქარი თქვენი გულიდან. რა ჯობია?" - ასეთ, ქართულ ენაზე დაწერილ პოსტს აქვეყნებს ნუკი კოშკელიშვილის ამერიკელი ქმარი.
ბენი, უკვე მეორედ აქვეყნებს ქართულ ენაზე დაწერილ პოსტს და ამან, როგორც ჩანს, მისი ამერიკელი მეგობრების გულისწყრომა გამოიწვია.
"ბენ, შეგიძლია ინგლისურად წერო? ჩვენ, შენ ჯერ ისევ გვიყვარხარ" - უწერენ ნუკის ქმარს კომენტარებში. ბენი კი მათ ასე პასუხობს:
"მადლობა რომ ეს მითხრარით, თუმცა მე ვცდილობ ვისწავლო უფრო მეტი. ვიცი რომ ეს რთულია, მაგრამ თუ არ ეცადე, ვერასოდეს შეძლებ და სწავლა კიდევ არასდროს არის გვიანი".
ისე, საინტერესოა, ასეთი გამართული ქართულით მართლა ბენი წერს, თუ ნუკიმ ჩაიგდო ხელში ქმრის სოციალური ქსელი?

კომენტარი