სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სანამ 8 მილიონის ხელთათმანს არ ამოყიდით მანამდე ამოხადეთ სული ხალხს - ხატია სიჭინავა

ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით დაწესბულ შეზღუდვებს მუდმივად აპროტესტებს, ამჯერად საბავშო ბაღის აღსაზრდელების შინ დარჩენას აპროტესტებს.

„ჩემი შვილი, რომელიც საოცარი სიხარულით ელოდება ორშაბათს, რომ სკოლაში წავიდეს, (მოსამზადებელზეა) ჩვენმა ბავშვების მდგომარეობით „შეწუხებულმა“ საქართველოს მთავრობამ სახლში დატოვა ! რადგან გადაწყვიტა, რომ მოსამზადებელი ბაღს ეკუთვნის! ვიცი ბევრი ხართ უბაღობით შეწუხებული და ბევრიც მწერთ, მაგრამ ამჯერად გელოდებით, თქვენ როდის ამოიღებთ ხმას! მე გამოსავალს ვიპოვი, რომ ჩემს შვილს ორშაბათს გული არ დავწყვიტო და არ ავატირო!

ხოლო თქვენ, 8 მილიონის ხელთათმანს სანამ არ მოიხმართ, სანამ ყველაფერს არ ამოყიდით გაჭირვებულ ხალხზე, მანამდე ამოხადეთ სული! ალბათ რისი ღირსიც ვართ იმას ვიმსახურებთ“, - წერს ხატია სიჭინავა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100