სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სცენაზე მიწვეულმა ფანმა ბრიტნი სპირსს სტრიპტიზის დროს ფეხზე უკბინა (ვიდეო)

15 ნოემბერს ამერიკელი პოპ–ვარსკვლავის ბრიტნი სპირსის კონცერტის დროს რიო–დე ჟანეიროში, ერთ–ერთმა ფანმა, რომელიც თვითონ ბრიტნიმ მოიწვია სცენაზე, ვარსკვლავს ფეხზე უკბინა.

ბრიტნი სპირსმა ფანი, ახალგაზრდა მამაკაცი სცენაზე, ძელთან მაშინ მიიწვია, როცა ცნობილ სიმღერას Lace & Leather სტრიპტიზის თანხლებით ასრულებდა. როგორც ამ სიმღერის დროს აკეთებს, მან ფანი ძელის წინ დააყენა, თვითონ კი ახტა და უკნიდან ფეხები მხარზე დააწყო, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა მოჭარბებული ვნებები ვეღარ მოთოკა და ბრიტნი სპირსს მარჯვენა წვივთან უკბინა.

მომღერალს მხოლოდ წამიერად შეეტყო დაბნეულობა, ფეხები სასწრაფოდ ჩამოიღო ვნებიანი ყმაწვილის მხრებიდან და ნომერი ჩვეულ სტილში გააგრძელა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100