ასეთ სვეცკ და გლამურულ მამაოს ასეთი ნაყარი "მცველები" არ ეკადრება, შანელური ფილტრია გასატარებელი მამაო ფითერ" - დაპირისპირება შეროზიასა და მამა პეტრეს შორის და აღშფოთებული მრევლი

მამა პეტრეს და გურამ შეროზიას დაპირისპირება სოციალურ ქსელში, რომელსაც დიდი სკანდალი მოჰყვა:
"მასთან ნურასდროს იკამათებ, ვინც სიმართლის გამო კი არა, წინააღმდეგობის სულის გამო ვერ ისვენებს და სულ ერთია რაზე ისაუბრებს, ოღონდ პირი დააღოს და ილაყბოს.

ასეთები მრავლად არიან, მაგრამ მათი სიმრავლე იმ ადამიანების ბრალია, რომლებმაც მათთან უაზრო საუბრებს დიდი დრო დაუთმეს...
როცა ხვდები, რომ ადამიანი საკუთარ ბიოგრაფიას ვერ დაწერს და კიდევ დიდ გულზეა, გაუღიმე და ,,იმის იქით” გაუშვი, მარტივია!..

რაც დრო გადის, ცარიელ და უმაქნის ხალხს მეტი პრეტენზია და ამბიცია გააჩნია... მომავალში ეს მანკიერება კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან თავხედობა და გამბედაობა მეტი აქვთ...

არ შეიძლება ასეთ სიბეცეს განვითარება მიეცეს... ჩანასახშივე კუთვნილი სახელი უნდა დაერქვას და განეიტრალდეს...
შეგნებული არასდროს საუბრობს უტაქტოდ, მაგრამ არც არაფრის მომცემ საუბარს აყვეს...

გულიც ნაკლებად დაგწყდება, ნაკლებად გეტკინება... როცა ყველა მოვლენას, გაბედავ და თავის ადგილს მიუჩენ!.." - ასეთი პოსტი გამოაქვეყნა პეტრე კოლხმა სოციალურ ქსელში, რომელზე ბლოგერმა ასეთი კომენტარი დაუწერა:

"რა საყვარელი მამაო ბრძანდებით, წესით მიტევებაში და მონანიებაში უნდა გვეხმარებოდეთ ცოდვილთ, თქვენ კიდევ გვლანძღავთ და განგვიკითხავთ".
შეროზიას ამ კომენტარზე მამაომ ასეთი პასუხი გასცა:

"არა, ჩემო გურამ, გამხელ!.. ლანძღვა და განკითხვა თქვენი მოგონილია!.. ეს ბოლო კომენტარია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზემოთხსენებულ მეთოდს მივმართავ!..."
მამა პეტრეს ბევრი დამცველი გამოუჩნდა და ასეთი კომეტარები და დაპირისპირება ატყდა "რიფლაებში" (იხ: ფოტო სქრინები)


მასთან ნურასდროს იკამათებ, ვინც სიმართლის გამო კი არა, წინააღმდეგობის სულის გამო ვერ ისვენებს და სულ ერთია რაზე...

Posted by Petre Kolxi on კვირა, 28 თებერვალი, 2021

კომენტარი