ძალიან ვცემდი, იმ დონემდე მიმყავდა რომ რეანიმამაციაში წაიყვანეს, ძლივს გადაარჩინეს – მიხეილ ცაგარელი პირადზე

მქონდა სამი ასეთი შემთხვევა სკოლაში – ბავშვებს ჩხუბის შედეგად ვახრჩობდი ფაქტობრივად. ძალიან ვცემდი, იმ დონემდე მიმყავდა, რომ რეანიმამაციაში წაიყვანეს სამივე და ძლივს გადაარჩინეს,- ამის შესახებ მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ განაცხადა.

„კუროს ესპანეთში უქნევენ წითელ ქსოვილს. ანუ, ამით აღიზიანებენ. ზოგადად კურო ყველაზე მშვიდი ნიშანია, თუმცა თუ წონასწორობიდან გამოვიდა მტრისას. იქ კონტროლი უკვე აღარ აქვს, არც ვერძი, არც მორიელი, ვერავინ ვეღარ დაუდგება წინ.

ეს მომენტი მეც მქონდა ადრე, თუმცა მაშინ არ ვიცოდი ასტროლოგია. ვვარჯიშობდი ყოველთვის, ვიყავი წყალბურთებული, მოცურავე. მქონდა სამი ასეთი შემთხვევა სკოლაში – ბავშვებს ჩხუბის შედეგად ვახრჩობდი ფაქტობრივად.

ძალიან ვცემდი, იმ დონემდე მიმყავდა რომ რეანიმამაციაში წაიყვანეს სამივე და ძლივს გადაარჩინეს. ჩემი ბრალი არ იყო, იმათი პროვოცირებული იყო. ეს იყო მეექვსე კლასამდე. მეექვსე კლასის მერე მე არ მიჩხუბია.

სულ მაფიქრებდა, რა ხდება რა მჭირს. ყველაზე მშვიდი მე ვიყავი, მაგრამ შემდეგ ეს გადაკეტვა ხდებოდა“,- განაცხადა ცაგარელმა.

კომენტარი