სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარკ ცუკერბერგი ნამდვილად დაქორწინდა

ინფორმაცია მარკ ცუკერბერგის ცოლის მოყვანასთან დაკავშირებით ისევ ვრცელდება, ამის საბაბს კი მისი მეგობარი გოგოს (უკვე შესაძლოა, ცოლის) facebook-ის გვერდი იძლევა. პრისილა ჩანმა, ახალი წლის წინა დღეებში, თავის პროფილზე ურთიერთობის სტატუსი "In a Relationship", რომელიც მარკთან ჰქონდა გაზიარებული, შეცვალა "partner"-ით, რომელშიც სავარაუდოდ, ნაგულისხმევია ცოლ-ქმრული და არა საქმიანი ურთიერთობა. თვითონ სიტყვა "partner"-მა კი საზოგადოებაში გარკვეული აგრესია გამოიწვია, რადგანაც სიტყვა პარტნიორს ხშირად ჰეტეროსექსუალი წყვილები იყენებენ. მარკმა პრისილა ჯერ კიდევ უნივერსიტეტიდან გაიცნო, რომელიც facebook-ის შექმნაში მარკს გვერდით ედგა. ისინი რამდენიმე წელია, რაც ერთად ცხოვრობენ და პრისილას გარეგნობის გამო, ეს ურთიერთობა ადამიანების გაკვირვებას იწვევს.

ვებსაიტ poponthepop-ის თქმით, პრისილა ძალიან ულამაზოა სურათებში და იგი საერთოდაც არ ცდილობს მარკის გვერდით მომხიბლავად გამოიყურებოდეს, სამაგიეროდ, ის ზედმეტად ზრუნავს, რომ facebook-ით მსოფლიოს აცნობოს მისი და მარკის ურთიერთობის შესახებ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100