სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ალა პუგაჩოვა გალკინს მხარს უჭერს და იუსტიციის სამინისტროს "უცხოელი აგენტების" სიაში შეყვანას სთხოვს

18 სექტემბერს რუსმა მომღერალმა ალა პუგაჩოვამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მიმართვა, რომელშიც რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებს, რომ შეიყვანონ იგი "უცხოეთის აგენტების" სიაში. ამ ფორმით მომღერალი პირველად გამოეხმაურა რუსეთის ინტერვენციას უკრაინაში და მხარი დაუჭრა მის მეუღლეს, მაქსიმ გალკინს რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ უფრო ადრე შეიყვანა "უცხოეთის აგენტების" სიაში.


"მე სოლიდარული ვარ ჩემი ქმრის - წესიერი, პატიოსანი და გულწრფელი ადამიანის, რუსეთის ნამდვილი და მოუსყიდველი პატრიოტის, რომელსაც მისი სამშობლოს აყვავება, მშვიდობიანი ცხოვრება და სიტყვის თავისუფლება სურს", -წერს იუსტიციის სამინისტროსადმი მიმართვაში ალა პუგაჩოვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100