სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თავს დამნაშავედ არ მივიჩნევ - ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლოში მივიდა

ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, საკუთარ სასამართლო პროცესზე დასასწრებად მივიდა. 2-წლიანი სასამართლო განხილვების პარალელურად, ბასილაშვილი მედიასთან დღეს პირველად გამოჩნდა.

"როგორც თავიდანვე აღვნიშნე, სანამ პროცესები არ დამთავრდება, მანამდე განცხადებას არ გავაკეთებ. როგორც კი დამთავრდება, ყველაფერზე აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს. თავს დამნაშავედ არ მივიჩნევ",- განაცხადა ბასილაშვილმა.

ის სხდომას დღეს პირველად დაესწრება სხდომათა დარბაზში.

სასამართლო პროცესს დაესწრება დაზარალებული ნელი დოროყაშვილიც. დღეს პირველი სხდომა იქნება, რომელსაც სხდომათა დარბაზში როგორც ბრალდებული, ასევე დაზარალებული დოროყაშვილი დაესწრებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100