სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რიანას ვულგარულმა ჩაცმულობამ „გრემის“ დაჯილდოებაზე ყველა გააოცა

დიდი ხანია, რიანა საკუთარი ფიგურის დემონსტრირებითაა დაკავებული და მას ფოტოებს სხვადასხვა გარემოებებში, ძირითადად ღია და თამამ ტანსაცმელში უღებდნენ, მაგრამ არავის ეგონა, რომ „გრემის“ დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიალზე მომღერალი ისე ჩაცმული გამოჩნდებოდა, როგორც მივიდა.

სხვა მიწვეულებს შედარებით მოკრძალებულად ეცვათ. კელი ოსბორნმა მბრწყინავი, კლასიკური კაბა აირჩია, ქეთ პერიმ დახურული, თმების შესაფერისი კაბა, ადელს ლამაზი შავი კაბა ეცვა. ჩაცმულობას, რა თქმა უნდა, არანაირი როლი არ უთამაშია, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ სწორედ ადელმა მიიღო 6 ჯილდო წლის საუკეთესო ალბომისთვის, საუკეთესო პოპ-ალბომისთვის, საუკეთესო ჩანაწერისთვის, წლის საუკეთესო სიმღერისა და პოპ-გამოსვლისთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100