სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სასტუმროს ნომერი, რომელშიც უიტნი ჰიუსტონი გარდაიცვალა, სამუდამოდ ვაკანტური დარჩება

ლოს ანჟელესის სასტუმრო “Beverly Hilton-ის ნომერი“, რომელშიც ლკეგენდარული პოპ-ვარსკვლავი უიტნი ჰიუსტონი გარდაიცვალა, სამუდამოდ ვაკანტური დარჩება.
ამის შესახებ ინფორმაციას სასტუმროს ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ უიტნი ჰიუსტონი 48 წლის ასაკში 11 თებერვალს, "ბევერლი ჰილტონის" სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. გარადაცვალების მიზეზი საბოლოოდ ჯერ კიდევ არ დადგენილა.

ლეგენდარულ პოპ-ვარსკვლავს უიტნი ჰიუსტონს მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 170 მილიონი ალბომი და სინგლი აქვს გაყიდული. გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში კომერციული თვალსაზრისით, იგი შესულია, როგორც ყველა დროის ყველაზე წარმატებული "რიტმ-ენდ-ბლუზის" შემსრულებელი ქალი.

ჰიუსტონი, ცნობილია თავისი ძლიერი ხმის დიაპაზონით, რომელიც კოლორატურა სოპრანოდაა მიჩნეული. მუსიკალური შესრულების გარდა, ჰიუსტონი აღიარებული მსახიობი, პროდიუსერი და ფილანთროპიც იყო.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100