ქეთა თოფურიამ მოსკოვში პუტინს უმღერა (ვიდეო)

„ა სტუდიოს" ქართველი სოლისტი ქეთა თოფურია ერთ-ერთი იყო იმ მომღერლებიდან, ვინც დღეს მოსკოვში გამართულ, ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერ მიტინგზე იმღერა. „რია ნოვოსტის“ ცნობით, მომიტინგეები ფრუნზეს სანაპიროსა და „ლუჟნიკზე“ იყვნენ შეკრებილნი და მათი რიცხი დაახლოებით 80 ათასს შეადგენდა.

ეროვნებით ქართველმა ქეთა თოფურიამ სიმღერის დაწყებამდე დამსწრეებს „სამშობლოს დამცველის დღე“ მიულოცა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ქეთა თოფურიას სამშობლოში ოფიციალურად აღინიშნება იუნკერთა ხსენების დღე....

სხვათა შორის, ქეთი თოფურიას მოსკოვურ კარიერაში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა იგი რუსული არმიის ძლევამოსილებას უმღერის - 2010 წელს მან რუსი მედესანტეებისთვისაც იმღერა და კულისებში რუსი მამაკაცების მხრიდან მის მიმართ უცერემონიოდ მოპყრობასაც საკმაოდ მშვიდად შეხვდა...

კომენტარი