შერონ სტოუნი: აღარ მინდა, ვარსკვლავი ვიყო...

ლოს-ანჯელესში, ჟურნალ AARP-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც "ზრდასრულ" აუდიტორიაზე ორიენტირებულ ფილმებს აჯილდოებდნენ. წითელ ხალიჩაზე მერილ სტრიპმა, გლენ კლოუზმა, ოქტავია სპენსერმა და შერონ სტოუნმა გაიარეს.

შერონ სტოუნმა განაცხადა, რომ ყოფილ ქმარს, ფილ ბრონშტეინს იმიტომ დაშორდა, რომ "ვერ ხედავდა, არ ესმოდა და უბრალოდ ვერ ამჩნევდა მას".

"მე აღარ მინდა ვარსკვლავობა. იცი რა, ეს ჩემი ბედია კი არა, არამედ დანიშნულებაა. ჩემი ბავშვები ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჰოლივუდი",-განაცხადა მსახიობმა.

დაჯილდოების ცერემონიაზე "საუკეთესო ფილმად"-"შთამომავლები" დაასახელეს, "საუკეთესო მსახიობ ქალად"- გლენ კლოუზი, ხოლო "საუკეთესო მსახიობ კაცად" კი ოლივე ლიტონდო. "საუკეთესო რეჟისორად"-სტივენ დოლდი დაასახელეს. AARP-ის ჯილდოს მფლობელი მარტინ სკორსეზე გახდა, მისი ფილმი "Hugo Cabret "წლის აღმოჩენად" დაასახელეს.

კომენტარი