შიშველი ანა სემიონოვიჩის ფოტოები Playboy-ს რედაქციიდან ჟურნალის გამოსვლამდე მოიპარეს

ფოტოსესიისთვის გაშიშვლებული ანა სემიონოვიჩის ფოტოები, რომლებიც რედაქციის კომპიუტერის გასაიდუმლოებულ საქაღალდეში ინახებოდა, ინტერნეტში მანამდე გავრცელდა, სანამ ჟურნალი გამოვიდოდა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ნომრისთვის გამზადებული მისი ფოტოები ვიღაცამ მოიპარა. რა თქმა უნდა, ის ვიღაც ციდან არ ჩამოსულა - რედაქციის თანამშრომელი იყო და მალევე შიდა გამოძიებამ გაარკვია, რომ ტოპოგრაფიაში მუშაობდა. ის სამსახურიდან დაითხოვეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ფოტოების გავრცელებას ინტერნეტში ეს ვერ შეაჩერებდა.

თავად ანა სემიონოვიჩმა გულისწყრომა ვერ დამალა:

„მე ძალიან მომეწონა ის გამზადებული ფოტოები, რომლებიც გამომიგზავნეს - მათ გადაღებაში ხომ ჩვენ დიდი ენერგია დავხარჯეთ: ფოტოებს თითქმის 8 საათის განმავლობაში ვიღებდით და, საერთო ჯამში, ისინი დიდებული გამოვიდა. ძალიან მწყინს, რომ კოლექტივის ერთი წევრის გამო ეს დიდებული რედაქცია აღმოჩნდა უხერხულ მდგომარეობაში“, - აღნიშნა მან.

კომენტარი