წარმოიდგინეთ მადონა მამაკაცი სექსუალური პარტნიორის როლში: რა უყიდა მან გაი რიჩის?

ტაბლოიდურ ჟურნალებში მადონასა და გაი რიჩის დაცილების ახალი ვერსია გაჩნდა. უფრო სწორად, ამ ვერსიას ნახევრად ხუმრობით განიხილავენ მას შემდეგ, რაც პრესაში ამ წყვილის ერთი ფოტო გაჩნდა.

ეს ფოტო სწრაფად გავრცელდა ინტერნეტში და მასზე წყვილი ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან გამოსვლის შემდეგაა აღბეჭდილი: წინ მიმავალ მადონას ხელში პარკი უჭირავს, უკან მიმავალ გაი რიჩის კი ბოთლი პირდაპირ იღლიაში ამოუჩრია და ცოლს უკან მისდევს. პაპარაცულ ნამუშევარზე მადონა ეშმაკურად იცინის, გაი რიჩი კი, ცოტა არ იყოს, დაბნეულად გამოიყურება. ალბათ, სწორედ ამან წარმოშვა ვერსია, რომ იმ ღამეს გაი რიჩის მადონასგან მგზნებარე ღამე ელოდა, ოღონდ...

მადონამ, ეტყობა, არ გაითვალისწინა, რომ პაპარაცები აქაც ჩაუსაფრდებოდნენ და არ გაითვალისწინა იმდენადაც კი, რომ სუპერმარკეტში შეძენილი ნივთი გამჭვირვალე პარკში ჩადო. დიახ, არ შეგვშლია - ნივთი და არა პროდუქტი: ფოტოს მასშტაბის გადიდებისთანავე ცხადი ხდება, რომ მადონას ხელში... ქალებისთვის განკუთვნილი ტრუსი-ფალოიმიტატორი უჭირავს. შესაძლოა, მადონას ამ ახირების გამოც გაშორდა წყვილი ერთმანეთს?

მონაცემები გნებავთ? კი, ბატონო: სტრაპონი, ანუ, ტრუსი-ფალოიმიტატორი ქალებისთვის (არსებობს მამაკაცებისთვისაც, მაგრამ ამ შემთხვევაში მადონას შენაძენი ქალებისთვის განკუთვნილი სტრაპონია):

ფალოიმიტატორის სიგრძე - 16-20 სმ; დიამეტრი - 3-4 სმ. ფალოიმიტატორი ე.წ. „ცოცხალი სხეულებისგან“ შედგება - მადონამ ნამდვილად საუკეთესო ხარისხის სტრაპონი შეიძინა...

რას გაუგებ ვარსკვლავების ახირებებს...

მე კი მაინც შეგახსენებთ, რომ

მადონა და რიჩი 2008 წელს განქორწინდნენ. მათ 11 წლის ვაჟი როკო და მეორე აყვანილი შვილი, 6 წლის დევიდ ბანდა ჰყავთ.

მომღერალს ასევე ჰყავს 14 წლის ქალიშვილი ლურდესი პირადი ინსტრუქტორისგან.
მადონა ასევე ქორწინებაში იმყოფებოდა შონ პენთან.

მას ნათქვამი აქვს, რომ აღარასოდეს გათხოვდება, თუმცა ამბობენ, რომ ბოლო დროს ის ფიქრობს თავისი ბოიფრენდისგან, 24 წლის ფრანგი მოცეკვავისგან, ბრაჰიმ ზაიბატისგან მიღებულ წინადადადებზე, რომელმაც ხელი სთხოვა მადონას.

კომენტარი