სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში 7 აპრილს ვალერი მელაძე იმღერებს

თბილისს საგასტროლოდ რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ვალერი მელაძე ეწვევა. იგი თავის 30-კაციან გუნდთან ერთად ჩამოვა და 7 აპრილს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართავს კონცერტს. მომღერალი ოცი წელია სამშობლოში არ ყოფილა. როგორც "ჯეონიუსს" "საქართველოს ხელოვანთა კავშირის" თავმჯდომარემ დავით ოქიტაშვილმა განუცხადა, ვალერი მელაძე თბილისური კონცერტიდან ჰონორარს არ აიღებს.

"ვალერი მელაძე კონცერტიდან შემოსულ მთლიან თანხას აუტიზმით და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს გადაურიცხავს. რაც შეეხება იმას, შეასრულებს თუ არა იგი ქართველ მომღერლებთან დუეტებს, ამას საიდუმლოდ დავტოვებ,"-განუცხადა "ჯეონიუსს" დავით ოქიტაშვილმა.

ცნობისათვის, მომღერლის საკონცერტო პროგრამა ძმის, კონსტანტინე მელაძის სიმღერებითაა შედგენილი. საქართველოში ვალერი მელაძეს მრავალი თაყვანისმცემელი ჰყავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100