სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფრანგები პირველ ლედის ვეღარ ცნობენ

საფრანგეთის პირველი ლედის, კარლა ბრუნის, საარჩევნო უბანზე გამოჩენამ, საზოგადოება განაცვიფრა. ფრანგების უმეტესობამ ერთხმად აღიარა, რომ ნიკოლა სარკოზის მეუღლის ცნობა შეუძლებელია.

როგორც გაზეთი The Daily Mail წერს, პლასტიკურმა ოპერაციებმა და ბოტოქსმა კარლა საგრძნობლად შეცვალა – ძველებურ, გლამურულ ახალგაზრდა ქალბატონს აღარ ჰგავს.

უფრო მეტიც, 44 წლის კარლა ბრუნს ჯოსელინ ვილდენშტაინს ადარებენ, რომელიც კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება დავიმახინჯოთ საკუთარი თავი პლასტიკური ოპერაციებით.

ამ წლის იანვარში, ერთ–ერთმა ამერიკელმა დერმატოლოგმა განაცხადა, რომ ქალბატონი სარკოზი ბოტოქსის ხშირი მოხმარების გამო, თახვს დაემსგავსა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100