სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბარ რაფაელი - ყველაზე სექსუალური ქალბატონი? (ფოტო)

ტოპ-მოდელი ბარ რაფაელი საკუთარი გარეგნობის მეშვეობით საგრძნობლად იტოვებს უკან თავის კოლეგებს.

გოგონა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ საკუთარი ბიზნესის ორგანიზებით დაკავდა, ამაყოფს არც თუ ისე დიდი ხნის წინ მინიჭებული ტიტულით.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბარი ლიდერობს რეიტინგში სახელწოდებით, „მსოფლიოს ყველაზე სექსულური ქალბატონები“. აღნიშნული რეიტინგი კი ჟურნალმა „Maxim“-მა შეადგინა.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, ლეონარდო დი კაპრიოს ყოფილმა მეგობარმა გოგონამ მოახერხა შარშანდელი ლიდერის, მსახიობისა და მოდელის, როზი ჰანტინგტონ-უაიტლის უკან ჩამოტოვება.

„მე აღფრთოვანებული ვარ იმ ფაქტით, რომ ამ შეუდარებელ ქალბატონებს შორის ნომერ პირველად დამასახელეს. დიდი მადლობა თქვენ, ჩემი მხარდაჭერისთვის! ეს არის ტიტული, რომელსაც არასდროს დავივიწყებ“, - აღნიშნა თავად ბარმა.

სამწუხაროდ რეიტინგის დანარჩენი ადგილების მფლობელების ვინაობა ოფიციალურად ჯერჯერობით არ ვრცელდება, მაგრამ რა თქმა უნდა ამ შემთხვევაშიც „ციხე შიგნიდან გატყდა“ და სავარაუდო კანდიდატების სია ქვემოთ არის მოცემული.

1. ოლივია მანი

2. მილა კუნისი

3. კეტი პერი

4. ოლივია უილდი

5. ჯენიფერ ლოურენსი

6. ემა სტოუნი

7. მეგან ფოქსი

8. მალინ აკერმანი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100