ქალი, რომელიც ზედმეტი სექსუალურობისათვის სამსახურიდან გაათავისუფლეს

ნიუ–ჯერსელი ქალბატონი აცხადებს, რომ სამსახურიდან ზედმეტად სექსუალური გარეგნობის გამო გაათავისუფლეს – დამსაქმებელი მამაკაცები მისი მკერდის წინაშე იბნეოდნენ, იუწყება Reuters.

29 წლის ლორენ ოდზი Native Intimates–ის მაღაზიაში მუშაობდა. შეგახსენებთ, აღნიშნული კომპანია ქალის თეთრეულს ყიდის.

„დაზარალებულის“ განცხადებით, უფროსები მართლმადიდებელი ებრაელები იყვნენ და რამდენიმეჯერ უთხრეს, რომ მისი ჩაცმულობა სამსახურისათვის „ზედმეტად სექსუალური“ იყო.

„მესმის, რომ მართლმადიდებელ ებრაელ მამაკაცს ქალის ჩაცმულობაზე თავისი შეხედულება აქვს... მაგრამ, დამსაქმებელს უფლება არ აქვს, თავისი რელიგიური შეხედულებების გამო, ამიკრძალოს რაიმე“ – ამბობს ქალი.

„მოდა მიყვარს და ყოველთვის მეყვარება. ვთვლი, რომ არცერთ ქალს არ უნდა მოექცნენ ისე, როგორც მე მომექცნენ“.

„მკერდის ზომითა და ფიგურით არ უნდა გვაფასებდნენ“ – ასეთ დასკვნას აკეთებს ლორენი.

ოდზის ადვოკატი, გლორია ოლრედი აცხადებს, რომ გენდერული და რელიგიური დისკრიმინაციისათვის ნიუ–იორკის სასამრთლოში სარჩელი უკვე შეიტანეს.

კომენტარი