სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ბინდის“ ვარსკვლავებმა დაქორწინება გადაწყვიტეს

ამერიკული გამომცემლობა OK! იუწყება, რომ „ბინდის“ ვარსკვლავები, რობერტ პატინსონი და კრისტენ სტუარტი თავიანთ ურთიერთობას უახლოეს მომავალში ქორწინებით დააგვირგვინებენ.

ჟურნალის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვარსკვლავური წყვილი საქორწინო ცერემონიალის წარმართვას გოთურ სტილში აპირებს. ყოველივე მორთული იქნება შავი და წითელი ვარდებით, კრისტენის არათითს კი დიდი მოცულობის ზურმუხტი დაამშვენებს.

ჯერჯერობით წყვილი აღნიშნულ ინფორმაციაზე არავითარ კომენტარს არ აკეთებს. თუმცა მათ მილიონობით თაყვანისმცემელს იმედი აქვს, რომ ეს ყოველივე უბრალო ჭორი არ გახლავთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100