სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კირა ნაითლიმ საქმრო მიატოვა და აფრიკელი ბავშვების გადასარჩენად გაემგზავრა

კირა ნაითლი, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაინიშნა, არც თუ ისე აქტიურად არის დაკავებული ქორწილის მზადებით. მსახიობს მნიშვნელოვანი მისია აკისრია: იგი აფრიკაში Unicef-ის საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, აფრიკელი ბავშვების დასახმარებლად გაემგზავრა.

მრავალი მსახიობი მონაწილეობს აღნიშნულ აქციაში. მაგალითად, არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჯერარდ ბატლერმა, რობი უილიამსმა და სხვა ვარსკვლავებმა ინგლისში ფეხბურთის საქველმოქმედო მატჩი ჩაატარეს. შედეგად ექვს მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი შეგროვდა და მესამე მსოფლიოს ბავშვების დასახმარებლად იქნა გადაგზავნილი.

ამჯერად კი კირა ნაითლიმ დატოვა „ნისლიანი ალბიონი“ და ცხელ აფრიკაში გაემგზავრა. მსახიობი სხვადასხვა დაავადებების მქონე ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის.

სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ნაითლი შეხვდა ავადმყოფ ბავშვს, ბიჭუნა იდრის, რომელსაც არ შეუძლია ქვედა კიდურების მოძრაობა. სწორედ ამ ბიჭუნას გამოჯანმრთელებას აქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას მსახიობი, რომელსაც სპეციალისტების დახმარებით შეეძლება ფეხზე წამოდგომა.

აღსანიშნავია, რომ კირა ნაითლი მუდმოვად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებში და თვლის, რომ აფრიკელი ბავშვების დახმარებაში მსოფლიო საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა შეიტანოს თუნდაც უმნიშვნელო წვლილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100