სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სიენა მილერი დედა გახდა

როგორც Us Weekly იუწყება, სიენა მილერი დედა გახდა. ბავშვის სქესი და სახელი ჯერჯერობით უცნობია. დასავლურმა ყვითელმა პრესამ მხოლოდ იმის გარკვევა შეძლო, რომ მსახიობმა გასულ უქმეებზე ლონდონის კლინიკაში იმშობიარა.
სიენა მილერი პირადი ცხოვრების დეტალებს არასდროს ახმაურებს. მისი ნიშნობისა და ორსულობის ამბავი პრესამ ვარსკვლავის ახლობლებისგან შეიტყო. მსახიობს ოფიციალური განცხადება, პირველი შვილის დაბადების შესახებ, არ გაუკეთებია.
ბავშვის მამა, სიენას შეყვარებული ტომ სტარიჯია. 30 წლის მსახიობი მას 2011 წლიდან ხვდება.
ამ ზამთარს, პარიზში ყოფნისას, ტომმა სიენას ხელი სთხოვა. იანვარში კი ჭორები გავრცელდა, რომ წყვილს მალე პატარა შეეძინება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100