სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პენელოპა კრუსი ორსულად არის?

ჭორების მიხედვით, 38 წლის პენელოპა კრუსი და მისი მეუღლე, ხავიერ ბარდემი, მეორე ბავშვს ელოდებიან. შეგახსენებთ, პირველი ვაჟი, ლეო, 2011 წლის იანვარში დაიბადა.

წყვილის ახლობლის განცხადებაზე დაყრდნობით, ინფორმაციას, მსახიობის ორსულობის შესახებ, ესპანური ტელეარხი Antena3 ავრცელებს. კიდევ ერთი ინფორმატორი კი ამატებს, რომ ვარსკვლავი ოთხი თვის ორსულია.

პენელოპამ და ხავიერმა ერთმანეთი დიდი ხნის წინ გაიცნეს. ერთად თამაშობენ 1992 წელს გადაღებულ ფილმში “Jamón, jamón”. მას შემდეგ ეკრანზე ერთად კიდევ რამდენიმეჯერ გამოჩნდნენ, მათ შორის ვუდი ალენის ფილმში „ვიკი ქრისტინა ბარსელონა“. ამ ფილმის გადაღებიდან ორ წელში მსახიობები დაქორწინდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100