სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ ვიპოვოთ სასურველი მამაკაცი

ფიქრობთ, რომ იდეალური მამაკაცის პოვნა რთულია, ირგვლივ ხომ ამდენი ლამაზი და წარმატებული ქალია. დაივიწყეთ თქვენი ეჭვები! ამ სამყაროში შეუძლებელი არაფერია! განსაკუთრებით კი თუ საქმე მამაკაცებს ეხებათ.

მამაკაცი ტორტს ჰგავს. პირველ რიგში მისი შეჭმა უნდა გადაწყვიტოთ, ანუ სერიოზული ურთიერთობა. შემდეგ უნდა გამოაცხოთ – მოიფიქროთ, როგორი მამაკაცი გჭირებათ.

იმისათვის რომ თქვენი ფანტაზია რეალობად აქციოთ და იპოვოთ ნამდვილი სიყვარული, რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა მოგიწევთ:

ნაბიჯი პირველი: შექმენი შენი ოცნების მამაკაცი

პირველ რიგში, გამოყავი ის თვისებები, რომლებიც შენთვის მნიშვნელოვანია. შემდეგ ის მახასიათებლები, რომლების ატანაც შეგიძლია. ბოლოს კი განსაზღვრე ის თვისებები, რომლებსაც ვერასდროს აიტან.

შეიმუშავე შენი გმირის გარეგნული მხარე: წარმოიდგინე, როგორ გამოიყურება შენი ოცნების მამაკაცი, მაღალი, დაბალი, ქერა, შავგვრემანი, მელოტი და პუტკუნაც კი შეიძლება იყოს. ასევე წარმოიდგინე, როგორი მამა და ქმარი იქნება.

მუდამ გახსოვდეს როგორი მამაკაცი გჭირდება და გინდა.

ნაბიჯი მეორე: ახლობლების დახმარება და ახალი ჰობი

მეგობრებს ხშირად უთხარი, რომ იდეალურ მამაკაცს ეძებ. სთხოვე მის პოვნაში დაგეხმარონ.

მიმართე აქტიური ცხოვრების წესს, იარე ისეთ ადგილებში სადაც ახალი ნაცნობების შეძენა შესაძლებელია.

ჩაიდინე გიჟური საქციელები: გადმოხტი პარაშუტით, ან წადი აფრიკაში. მოკლედ, მიიღეთ სიამოვნება და სიხარული ცხოვრებისაგან. ბედნიერება თავად მოვა.

ვინც რა უნდა გითხრას, გჯეროდეს, რომ შენი იდეალი არსებობს. არ დაგაკომპლექსოს იმან, რომ სიყვარულს ეძებ. შენ თავდაჯერებული ქალი ხარ, რომელმაც იცის, რა უნდა. ამაში სასირცხვილო არაფერია.

ნაბიჯი მესამე: შეიყვარე საკუთარი თავი და გჯეროდეს სასწაულის

პატივი ეცი საკუთარ თავს, გიყვარდეს შენი თვისებები და ფიგურა ისეთი, როგორიც ხარ. ხშირად გაუმეორე საკუთარ თავს: მე ყველაზე ლამაზი ვარ, კაცები ჩემზე გიჟდებიან. ნუ მოგერიდებათ საკუთარი თავით აღფრთოვანების. ხომ გინდა, რომ მამაკაცები შენს დანახვაზე დნებოდნენ?

დაივიწყე წარსული! თუმცა, გააანალიზე ის ხარვეზები, რამაც ძველი ურთიერთობის დანგრევა გამოიწვია. დაე, შეცდომები იყოს გაკვეთილი მომავლისათვის.

გჯეროდეს ოცნების ახდენის და იმის, რომ სასწაული შეიძლება, ნებისმიერ წამს მოხდეს.

მიეცი საკუთარ თავს ბედნიერების უფლება. შენ ამას იმსახურებ. ხოლო როდესაც საკუთარ თავში დარწმუნებული და ბედნიერი ხარ, შეხვდები ოცნების მამაკაცს. ის აუცილებლად შეგამჩნევს!

წყარო: http://presa.ge/new/?m=yellow&AID=14903

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100