სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბრედ პიტს ჰოლივუდის ბოლივუდით ჩანაცვლება სურს?

ორაზროვანი განცხადება გააკეთა ერთ-ერთ ინტერვიუში ჰოლივუდის ვარსკვლავმა ბრედ პიტმა. მან აღნიშნა, რომ ამ ბოლო დროს ბევრი რამ ესმის ინდური ფილმების განვითარებასა და ზრდაზე და დასძინა, რომ მას ძალიან მოსწონს ინდური კინემატოგრაფიის დრამატულობა და თან ისე ძლიერ მოსწონს, რომ ბოლივუდიდან შემოთავაზებას დიდი სიამოვნებითაც კი დათანხმდებოდა.

პიტი ინდოეთს ამ ბოლო დროს ხშირად სტუმრობს, ამ ქვეყანაში ჯოლის ერთ-ერთი ფილმის გადაღებებსაც ესწრებოდა. შეგახსენებთ, რომ ბოლივუდისადმი სიმპათიები არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჰიუ ჯეკმანმაც გამოხატა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100