სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რასელ ქროუ მეუღლეს დაშორდა

9 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავი, რასელ ქროუ მეუღლეს, დანიელ სპენსერს დაშორდა.

აღნიშნული ინფორმაცია ავსტრალიის მედიასაშუალებებმა გაავრცელეს. ამ დროისათვის განქორწინების მიზეზი არ არის ცნობილი. თუმცა აღსანიშნავია, რომ ქროუს ყოფილ მეუღლესთან მეგობრობა სურს.

როგორც ცნობილია, განქორწინება საკმაოდ უარყოფითად აისახა 48 წლის ვარსკვლავზე. ამ ამბის გადასალახად მსახიობმა დრო მთლიანად სამუშაოს მიუძღვნა. ამ დროისათვის ქროუ ნიუ-იორკში ახალ ფილმზე მუშაობს. მისი 43 წლის ყოფილი მეუღლე კი სიდნეიში ორ ვაჟთან ერთად დარჩა.

ოჯახი სიდნეიში მდებარე სახლში ცხოვრობდა. ამ სახლის ღირებულება კი 10 მილიონი ამერიკული დოლარი გახლავთ.

ქროუ და დანიელი ერთმანეთს 20 წელია რაც იცნობენ. თუმცა მათ ურთიერთობას ოფიციალური სახე 2003 წელს მიეცა და ყოველივე ქორწინებით დაგვირგვინდა. ხმები განქორწინებასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის ივნისში გავრცელდა. თუმცა ეს ინფორმაცია მხოლოდ რამდენიმე დღის წინ დადასტურდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100