სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაშიშვლებული სანდრა ბალოკი სასიყვარულო რჩევებს იძლევა

ჰოლივუდის ვარსკვლავი სანდრა ბალოკი („სიჩქარე“; „მის კონგენიალურობა“) უამრავ ფილმშია გადაღებული, მაგრამ მასობრივ მაყურებელს ის შიშველი ბოლო დრომდე არ უნახავს. ეს ეპოქალური მოვლენა მხოლოდ ბოლო დღეებში მოხდა: 48 წლის ვარსკვლავმა „დაფარული მშვენიერება“ მკერდის სახით თავისი მეგობრის ჩელსი ჰანდლერის გადაცემაში «Chelsea Lately» გამოაჩინა. მას კომპანიონობა თვითონ შოუს წამყვანმაც გაუწია და თვითონაც გაიხადა. წამყვანი აღფრთოვანებულიც კი დარჩა სტუმრის სითამამით:

„მანამდე მე შოუში გახდა შევთავაზე კამერონ დიასსა და გვინეტ პელტროუს, მაგრამ მათ ეს ვერ გარისკეს, სანდრა კი, უბრალოდ, ყოჩაღი გოგოა“, - თქვა ჩელსიმ.

რაც შეეხება თვითონ შოუს, სანდრა ბალოკმა სიყვარულთან დაკავშირებით ისაუბრა და არც რჩევების მიცემაზე უთქვამს უარი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100