სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როდის გავა „ნანუკას შოუ“ რუსთავი 2-ზე?

ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქში, ბოლო დროს, ძალიან აქტიურობს და ონლაინაც უჩვეულოდ ხშირად ჩანს, რის გამოც იქმენება შთაბეჭდილება, რომ მას ბევრი თავისუფალი დრო აქვს.

რა მიზეზითაა მოუცლელი ჟურნალისტის ამგვარი „მოცლა“ გამოწვეული და გააგრძელებს თუ არა იგი ჟურნალისტურ მოღვაწეობას, ამის შესახებ გადაცემის ავტორმა და წამყვანმა დრონისთან ისაუბრა.

- რას საქმიანობს ამ ეტაპზე ნანუკა ჟორჟოლიანი?

მე გადავედი „რუსთავი 2“ში და აუცილებლად გავაგრძელებ ჟრნალისტურ მოღვაწეობას.

-რა ბედი ეწევა ნანუაკს შოუს?

-რუსთავი 2-ზე მე სწორედ ჩემი შოუთი ვბრუნდები. ჩემს გადაცემას მაყურებელი უკვე რუსთავი 2-ის ეთერით ნახავს. არ შეცვლილა არაფერი, გარდა საინფორმაციო საშულებისა, ამიტომაც „ნანუკას შოუ“ ზუსტად იგივე ფორმატით ბრუნდება.

- გააგრძელებს თუ არა „ნანუკას შოუ“ იმავე გუნდით მოღვაწეობას?

-„ნანუკას შოუ“ იმავე შემადგენლობით ვერ გააგრძელებს მოღვაწეობას, რადგან უმეტესობამ, იმედის არხზე „შოუს“ დახურვის შემდეგ უკვე იპოვა სამსახური, ეს ბუნებრივიც იყო, მაგრამ არაუშავს, საკმარისად ვართ იმისთვის, რომ უფრო მეტი შემართებით გავაგრძელოთ მუშაობა და მაყურებელს უფრო საინტერესო გადაცემა შევთავაზოთ.

- რაც შეეხება როსტოს, იქნება თუ არა ისევ „ ნანუკა შოუს“ გუნდში?

კი როსტო ისევ „ნანუკას შოუს“ გუნდშია, და ჩვენ ისევ ერთად გავაგრძელებთ მუშაობას.

- რაც შეეხება თქვენს მეუღლეს, ხომ არ ელოდებით, რომ, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ, ის დაკითხაზე დაიბარონ?

-ამ საკითხთან დაკავშირებით მე კომენტარს არ გავკეთებ.

-და ბოლოს როდის გავა „ნანუკას შოუს“ პირველი გადაცემა რუსთავი 2-ის ეთერში“?

-"უკვე სტუდია იწყობა, მალე ჩაწერებს დავიწყებთ .. ძალიან მიხარია, იცით როგორი შეგრძნება მაქვს? სახლში ვბრუნდები. 9 წელი ვიმუშავე ამ არხზე და ძალიან მიყვარს. მიხარია და ასევე მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის და ყველა ჩემი კონკურენტის, რომლებიც ძალიან ღირსეულად დამხვდნენ".

გადაცემაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და „ ნანუკას შოუს“ პირველ გადაცემის ნახვა უკვე „რუსთავი 2“-ის მაყურებელს შობა-ახალი წლის შემდეგ 15 იანვარს შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ ნანუკა ჟორჟლიანმა იმედიდან წამოსვლა სოცილაურ ქსელ, ფეისბუქის კედელზე გააჟღერა.

ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "პოლიტმეტრის"-ის ეთერში კი ჟურნალისტმა "იმედის" დატოვების მიზეზებზცე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მისი მორალური ვალდებულება იყო.

"მე ძალიან წამგებიან პოზიციაში ვარ იმიტომ, რომ ვარ ერეკლე კოდუას მეუღლე. ჩემს გადაცემაში არაერთხელ ყოფილან პატარკაციშვილის ოჯახის წევრები, მაგრამ მათგან არასდროს მიგრძვნია დისკომფორტი".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100