სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

12.12.12 - რას უნდა ველოდოთ ამ „მაგიურ“ დღეს ????

დღეს 12.12.12-ია.ამ რიცხვებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სხვადასხვა სოცილაურ ქსელებში, ზოგოერთი თვლის რომ დღეს მართლაც კოსმიური დღეა, ერთი ნაწილი ამ დღისგან ბევრ კარგს და განსხვავებულს ელის, მეორე ნაწილი კი პირიქით ცუდს.

დრონი.ჯი ამ საკითხთან დაკავშირებით ასტროლოგ დავით ბუტიკაშვილს გაესაუბრა.

-ბატონო დავით ასტროლოგიური კუთხით რას ნიშნავს 12.12.12?

ასტროლოგიურად რომ ავიღოთ რიცხვი 12 არის მაგიური რიცხვი, რადგან წელიწადში არის 12 თვე, არის 12 ზოდიაქო, და ეს 12 თვე ამჯერად ნუმეროლოგიურად უკვე 2012 წელს მოუწია. ამიტომაც ეს დღე ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.

-სოციალურ ქსელებში დაიწერა, რომ ეს არის სურვილების ასრულების დღე და ბევრი 12.12.12-ის 12:12 წუთზე ელოდებოდა, რათა სურვილი ჩაფიქრება მოესწრო. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამასთან დაკავშირებით?

ინფორმაცია რომელიც დღევანდელი დღიდან წამოვა, არ აქვს მნიშვნელობა რა საშუალებით მოდის ეს ინფორმაცია, შეიძლება უბრალოდ ყური მოკრათ ტელევიზიით, აუცილებლად დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგანაც, ეს ინფორმაცია არავისთან ტყუილად არ მივა და მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ადამიანის ცხოვრებაში. ვინაიდან მთვარე იმყოფება მშვილდოსანში და მშვილდოსანი თავის მხრივ განაგებს ნათელ ხილვას, ამიტომაც დღეს სიზმრებს შეიძლება წინასწარმეტყველური ხასიათი ჰქონდეს, ამიტომაც ყველა ადამიანმა უნდა მიაქციოს სიზმარს ყურადღება, ასევე დღეს წამოწყებული საქმეები უფრო მეტი შანსია წარმატებით დასრულდეს.

-რაც შეეხება ამ დღის ნეგატიურ მხარეს?

ამ დღის ერთადერთი ნეგატიური მხარე ის შეიძლება იყოს, რომ დავა გადაიზარდოს კონფლიქტში, ამიტომაც ნებისმიერი ადამიანი უნდა მოერიდოს ამ დღეს დავას და თავი უნდა შეიკავოს, იმიტომ რომ დღეს წამოწყებული ყველანაირი საქმე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ადამიანის ცხოვრებაში.

- ბატონო დავით, რომელი ზოდიაქოს ნიშნებისთვისაა დღევანდელი დღე პოზიტიური და რომლებისთვის ნეგატიური?

ყველაზე პოზიტიური დღეა ვერძების, ლომებისა და მშვილდოსნებიასთვის; სადაო და ცოტა გაურკვეველი დღეა ტყუპებისთვის, მერწყულებსითვის და სასწორებისთვის; რთული დღეა თევზებისა და ქალწულებისათვის, თუმცა თუ ისინი დღევანდელ დღეს გადალახავენ, ისინი გადავლენ თავისი ბედის განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე. მიწის ნიშნების: კუროებისთვისა და თხისთვის ეს დღე იქნება კარგი. რაც შეეხება წყლის ნიშნებს, მორიელებსა და კირჩხიბებს ეს დღე მათთვსი წარმატების მომტანი იქნება.

-რაც შეეხება საქართველოს და საერთოდ ქვეყნებისთვის, როგორი იქნება ეს დღე?

თუ ავიღებთ ქვეყნებს, მაგ: ჩინეთისა და ჩინეთისმსგავსი ქვეყნებისთვსი ეს დღე იქნება რთული, ასევე ჰოლანდიისთვისაც, რაც შეეხება საქართველსო, გახედეთ ცას, მშვენიერი ამინდია, მზე არ ინანებს სხივებს, ამიტომაც საქართველსოთვსი, როგორც კლიმატურად, ასევე სხვა მხრივაც ძალიან კარგი დღეა.

მოკლედ ისღა დაგვრჩენია დღევანდელ ღამის 12 საათს დაველოდოთ და შემდეგ ერთბაშად გავაანალიზოთ სამყაროსგან მიღებული ინფორმაცია, თუ რისი თქმა უნდოდა 12.12.12-ს ჩვენთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100