სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სად და რატომ ხდებოდა ქალიშვილობის დადგენა

ქალიშვილობის ტესტი არის პროცედურა, რომლის დროსაც მოწმდება დარღვეულია, თუ არა ქალის საქალწულე აპკი. საქალწულე აპკის მთლიანობის დადგენის ძირითადი მიზანია განისაზღვროს ქალს ჰქონია თუ არა სქესობრივი კავშირი წარსულში.

ქალიშვილობის შემოწმების პრაქტიკის არსებობა და გამოყენება საკამათო საკითხია, მას მრავალი მოწინააღმდეგე ჰყავს მსოფლიო მაშტაბით, მეცნიერების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს პრაქტიკა ძალადობა და ადამიანის უფლებების დარღვევაა. ეს პროცედურა მრავალ ქვეყანაში უკანონოდ ითვლება.

ქალიშვილობის დადგენის პროცედურა ტარდებოდა უპირატესად ძველ დროში სხვადასხვა ქვეყნებში უშუალოდ საქორწინო ცერემონიების წინ, სპეციალურად ამ საქმეში დახელოვნებული ექიმების მიერ, ასეთ ექიმებს ჰქონდათ ქალიშვილობის დადგენის სერთიფიკატი.

ქალიშვილობის დადგენა ხდებოდა ფიზიკური გასინჯვის შედეგად.
ქალიშვილობის დადგენის ტესტი პირდაპირ კავშირშია ქალიშვილობის ინსტიტუტთან და სწორედ ეს ფაქტი მიიჩნევა კრიტიკის განსაკუთრებულ ობიექტად.

პროცედურა აღიქმება სექსიზმის გამოხატულებად, ვინაიდან ქვეყნებში სადაც ქ ალიშვილობის ინსტიტუტია, უმეტეს შემთხვევაში არ არის ვაჟიშვილობის ინსტიტუტი, შესაბამისად კრიტიკის და უარყოფითი დამოკიდებულების მიზეზი ხდება მხოლოდ ქალთა სექსუალური ქცევა ქორწინების მიღმა, მაშინ როცა კაცების სქესობრივი აქტივობა ქორწინებამდე არ კონტროლდება.

2011 წელს ეგვიპტის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მასობრივი ქალიშვილობის შემოწმება ჩაეტარებინა ქალებისთვის, რათა დაემტკიცებინა რევოლუციის დროს დაკავებული ქალების მიმართ ხელშეუხებლობა. ამ პროცესს პროტესი მოჰყვა.

ქალიშვილობის ტესტი არ არის აბსოლიტური და მისი ინფორმატიულობა არ არის მაღალი, ვინაიდან შესაძლოა ქალიშვილს (რომელსაც არ ჰქონია სქესობრივი კავშირი) შეიძლება ჰქონდეს დარღვეული საქალწულე აპკი ხოლო იმ ქალს რომელსაც წარსულში ჰქონდა სექსი შესაძლოა ჰქონდეს ინტაქტური საქალწულე აპკი. ამ უკანასკნელს აპკის სისქე და ელასტიურობა განაპირობებს. ქალების ნაწილი საქალწულე აპკის გარეშე იბადება.

ქალიშვილობის დადგენის მიზეზები სხვადასხვა კულტურაში განსხვავებულია. მაგ. აფრიკის ქვეყნებში ზოგჯერ მას იყენებენ აივ ინფექციის და სხვა სქესობრივად გადამდები ინფექციების პრევენციის მიზნით, ზოგ შემთხვევაში ქორწინებამდე აუცილებელია ქალიშვილობის დამტკიცება, სხვადასხვა სამეფო ცეკვებში მონაწილეობის მიღებისთვის და ა.შ.

დიდ ბრიტანეთში არსებობდა პოლიტიკა რომლის მიხედვითაც იმიგრანტები, რომებიც შედიოდნენ საზღვარზე იმ მიზნით, რომ იქ უნდა დაქორწინებულიყვნენ უტარდებოდათ ქალიშვილობის დადგენის ტესტი, მიიჩნევდნენ, რომ თუ ქალიშვილი იყო ქალი მაშინ მეტად სარწმუნო იყო მისი მტკიცება. ეს პოლიტიკა დღეისთვის გაუქმებულია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100