სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიკა ჯამბურია „ახალ ხმაში“ მისვლის განსხვავებულ ვერსიაზე ალაპარაკდა

მომღერალ თიკა ჯამბურიას ცხოვრებაში ვარსკვლავური ხანა დაბრუნდა. მონატრებული თიკა ჯამბურიასთვის მსმენელმა მესიჯები არ დაინანა, ის „ახალი ხმის“ სმს ლიდერად დასახელდა და ნახევარფინალშიც გადავიდა. რას ნიშნავს თიკასთვის მსმენელის სიყვარული და რა მიზეზით მივიდა ის „ახალ ხმაში“? ამ თემებზე თიკა ჯამბურია droni.ge-ს ესაუბრა.

რა განცდაა როდესაც ქართველ მაყურებელს ენატრები და სახელდები შოუს სმს-ლიდერად?

ძალიან დიდი ხანია ასეთი ბედნიერი არ ვყოფილვარ, არ ველოდი ბოლო წუთამდე და ძაან მეშნოდა და ვნერვიულობდი. ყველაზე მეტად გამიხარდა, რომ ქართველი ხალხი გვერდში დამიდგა და ამდენი სმს გამომიგზავნეს, ამიტომაც ძალიან დიდი მადლობა ყველა ჩემს მხარდამჭერს.

შენ ხარ მომღერალი, რომელსაც წლებია, მთელი საქართველო გიცნობს, რამ განაპირობა შენი შოუში მონაწილეობა?

ძლიან დიდი ხანია არ ვმდგარვარ სცენაზე და ფაქტიურად უსაქმურად ვიყავი, ამას დამატებული ძალიან მენატრებოდა შოუ-ბიზნესური სიტუაცია, ამიტომაც ძალიან გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ ახალი ხმა საქართველოშiც იწყებოდა და გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო.

თუმცა შენ პროექტის დაწყებისას დაასახალე შოუში მონაწილეობის სულ სხვა მიზეზი და თქვი, რომ შოუში მონაწილეობა იმ ცუდმა პერიოდმა გადაგაწყვეტინა, რომელიც შენს პირად ცხოვრებაში მოხდა. (ქმართან დაშორება)

ეს არ იყო ქმართან გაყრის გამო გადადგმული ნაბიჯი და მე არ მითქვამს მსგავსი ტექსტი. მე მივედი შოუში მხოლოდ იმიტომ, რომ სიმღერა მინდოდა და მენატრებოდა.

რაც შეეხება ბექა ხოფერიას, რა რეაქცია ჰქონდა როდესაც ახალ ხმაში გიხილა?

არაფერი დამირეკა და წარმატებები მისურვა, მაგრამ ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ბექას რა რეაქცია ექნება, ან რას იტყვის ჩემს ნამღერზე ეს ჩემთვის უკვე სულერთია.

რაც შეეხება შენს ყოფილ დედამთილს, როგორც ვიცით მასთან მეგობრული ურთიერთობა გაქვს, გგულშემატკივრობს თუ არა ამ პროექტში?

კი რათქმაუნდა სულ მირეკავს და უხარია ჩემი წარმატება, სულ გვერდით მიდგას და მამხნევებს, რაც ძლიან მიხარია.

რაც შეეხება მოგებას, აქვს თუ არა თიკა ჯამბურიას მოგების იმედი და როგორ აფასებ შენს შანსებს?

ჩემი მთავარი მიზანია, რომ კარგად ვიმღერო, მაგრამ სმს-ლიდერად დასახელების შემდეგ უკვე მაქვს გამარჯვების იმედიც. ვნახოთ, ძალიან ძლიერი კონკურსანტები არიან და ყველას გვაქვს გამარჯვების შანსი. ყველაფერი მაყურებელზეა დამოკიდებული, ამიტომაც ვნახოთ წინ უფრო და უფრო კარგი და საინტერესო შოუ გველოდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100