სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ მოვხიბლოთ მექალთანე მამაკაცი?

მრავალი ფსიქოლოგის აზრით მექალთანე მამაკაცი ყველაზე მშიშარა პერსონა გახლავთ. ის მუდამ ძიებაშია და ქალთა კოლექციონერობის სურვილიც ამიტომ აქვს ყველაზე მეტად გამძაფრებული და თუ კოლექციას ვერაფერი შემატა ეწყება შფოთვა და შიში, თუ რატომ ვერ მიაღწია წარმატებას.

მექალთანე მამაკაცი, თავის თავში დარწმუნებული სულაც არაა, მისი თავდაჯერებულობა მხოლოდ მოჩვენებითია. ის თავის შინაგან სამყაროსთან არავის უშვებს, თუმცა ყოველთვის ეძებს მას, ვინც ოდნავ მაინც აღმოუჩენს სულიერ ემოციებს, ფანტაზიებს .

ასეთ კაცებს ქალები უფრთხიან და მათთან მხოლოდ ფიზიკური სიახლოვე უნდათ, სულიერებაზე არც კი უწყებენ საუბარს და აი აქ შეცდომას უშვებენ, ვინაიდან მამაკაცის თვალში ისინი უინტერესო ქალებად აღიქმებიან, არადა ასეთი შემთხვევა, როდესაც მექალთანე მამაკაცს მის ბავშვობაზე, ოცნებაზე, გატაცებებზე დაუწყებდი საუბარს, მარტო ერთი შეხვედრით არ დასრულდებოდა.

ფსიქოლოგთა აზრით, სწორედ ასეთი კაცების ნერვული სისტემაა არამდგრადი, მათ მომატებული შფოთვა, აგზნებადობა და უძილობა აქვთ.

ვერასოდეს კმაყოფილდებიან მიღწეულით, მათ ქალთა კოლექციის განახლების სურვილი არ ასვენებთ, მათთვის არ არსებობს დაუპყრობელი მწვერვალი და თუ წინააღმდეგობა ხვდებათ, ადრენალინის გამოყოფა უორმაგდებათ და ქალი, რომელიც არ გამოირჩევა არც გარეგნობით, არც განსაკუთრებული მანერებით, შესაძლოა მათი მეორე ნახევარიც გახდეს, სწორედ იმიტომ, რომ ასეთი ქალი იოლად დასამორჩილებელთა რიცხვში არ ჩაეწერა . -და ბოლოს არ შეუშინდეთ მექალთანე კაცებს, იქნებ ისინი სწორედ თქვენ გელოდებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100