როგორ გავუმკლავდეთ ეჭვიანობას?

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ეჭვიანობა ნორმალური არ არის. ეჭვი ჩნდება არასრულფასოვნების გრძნობიდან გამომდინარე, ასევე, სურვილიდან მართოს სხვა ადამიანი. ეჭვიანი ადამიანი პარტნიორს პატივს არ სცემს. ეჭვიანობა ირაციონალური გრძნობაა, რომელსაც ლოგიკური არგუმენტებითაც კი ვერ აჯობებ. 

აღნიშნულ გრძნობას ძვირფასი ადამიანის მხრიდან ყურადღების, სიყვარულის, პატივისცემის ან სიმპათიის ნაკლებობა იწვევს.

ეჭვიანობის გრძნობა როგორც მამაკაცებისათვის, ასევე ქალებისათვის კარგად ნაცნობია, მაგრამ მიზეზები განსხვავებული აქვთ. ინგლისელმა მწერალმა ჯერმენ გრირმა თქვა: „მამაკაცი იმიტომ ეჭვიანობს, რომ საკუთარი თავი ზედმეტად უყვარს, ქალი კი იმიტომ, რომ საკუთარი თავი სათანადოდ არ უყვარს“. ეჭვიანი მამაკაცი არ ფიქრობს იმაზე, თუ რატომ არჩია მისმა საყვარელმა ქალმა სხვა. ეჭვიანი ქალი კი თავს არასრულფასოვნად გრძნობს, ჰგონია, რომ ის სხვა მასზე უკეთესია.

თუმცა, ეჭვიანობას პოზიტიური მხარეც აქვს. მცირე დოზით სიყვარულის შემადგენელი ნაწილია. ეჭვიანობის არარსებობა შესაძლოა ნიშნავდეს, რომ პარტნიორი მეორე ნახევარს პოტენციური კონკურენტებისათვის საინტერესოდ არ თვლის. 

ეჭვიანობა ურთიერთობაში ესაა როგორც მარილი კერძში, თუ ზედმეტი მოგივა საჭმელად უვარგისი იქნება, 

თუ მიხვედით იმ აზრამდე, რომ ეჭვიანობა ურთიერთობაში პრობლემებს გიქმნით, გიხაროდეთ. ყველაფერი შესაძლოა სხვაგვარად ყოფილიყო. პათოლოგიურად ეჭვინი ადამიანები თვლიან, რომ აბსოლუტურად მართლები არიან.

ნუ შეგეშინდებათ პარტნიორთან თქვენს ეჭვზე  საუბარი. ეს არ დაგამცირებთ. გახსოვდეთ, ზოგჯერ სიმპათიებს სხვების მიმართ ის ადამიანიც განიცდის, ვინც საკუთარი სასიყავრულო ურთიერთობით კმაყოფილია. უკეთესი იქნება, თუ პარტნიორს თვქვენი შიშების შესახებ მოუყვებით. 

იფიქრეთ იმაზე, რომ თქვენს ეჭვიანობას დადებითი მხარეც აქვს. ეჭვიანობთ? მშვენიერია, ესე იგი, თქვენი მამაკაცი პოპულარულია ქალებში. მაგრამ ამის მიუხედავად თქვენს გვერდზეა. თქვენ მისი არჩევანი ხართ და მას არაფრის შეცვლა არ სურს!

კომენტარი