როგორ გავუმკლავდეთ უპასუხო სიყვარულს?

ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეიძლება შეემთხვას ადამიანს - ცალმხრივი სიყვარული. იმედის დაკარგვის შემთხვეაშიც კი არ არის ადვილი ამ ადამიანის დავიწყება. ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ემოციებს და გამოხვიდეთ ამ სიტუაციიდან რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით.

ნუ დაურეკავ ალბათ უკვე ზეპირად იცით მისი ტელეფონის ნომერი და სანუკვარი ციფრების თავიდან ამოგდებას ვერაფრით ახერხებთ - არ არის ადვილი. ამიტომ ყოველთვის, როცა დარეკვა მოგინდებათ, აკრიფეთ რომელიმე დაქალის ნომერი და ცოტა წაიჭორავეთ. საუბარი გრძნობებზე ცოტათი ამსუბუქებს მის შემოტევებს.

ისტერიკების გარეშე ნუ შეახსენებთ მისი ვალდებულებების შესახებ. ისეთი ფრაზები, როგორიცაა "თუ მიმატოვებ, თავს მოვიკლავ", ამცირებს თქვენს ღირსებებს მის თვალში. სიყვარულში არავინ არავის ვალდებული არაა(გამონაკლისია ცოლი და შვილები). ასეთი საქციელით არანორმალური ქალიშვილის შთაბეჭდილებას დატოვებთ.

დავიწყება გადააგდეთ მისი ფოტო და ყველა მისი ნივთი, რომელიც მის თავს გახსენებთ. სამწუხაროდ, საერთო ნაცნობებთანაც მოგიწევთ კავშირის გაწყვეტა. ყოველ შემთხვევაში მათთან მაინც, რომლებიც, თქვენი გრძნობების მიუხედავად მაინც ილაპარაკებენ მასზე. ნუ ეცდებით იყოთ ამ დროს დელიკატური, გამოავლინეთ გონივრული ეგოიზმი.

დაკავდით რამით დაკავდით საქმეებითა და გართობით იმდენად, რომ დრო აღარ დაგრჩეთ სევდიანი ფიქრებისათვის. მიხედეთ სხვადასხვა პრობლემებს, შეცვალეთ ურთიერთობების წრე, იპოვეთ ახალი საქმიანობა(მანქანის მართვის კურსები, იოგა და ა.შ.).

ყველაფერი გააკეთეთ საკუთარი თავისთვის ხშირად წაახალისეთ საკუთარი თავი. რადგან მთავარი პრიზი არ გერგოთ, მიანიჭეთ საკუთარ თავს პატარ-პატარა სიამოვნებები. ცუდი არ იქნებოდა გარეგნობის შეცვლა - ვარცხნილობა, გარდერობი,მაკიაჟი. მოკლედ, ნუ დატოვებთ ახალ ცხოვრებაში ადგილს მოწყენილობისათვის და სასიყვარულო სევდისათვის.

პირადი დღიური მიანდეთ საკუთარი განცდები ქაღალდს. დიდი ხანია ცნობილია, რომ ქაღალდის ფურცელზე გადმონთხეული გრძნობები თუ განცდები კარგავენ თავის ძალას რეალურ ცხოვრებაში. ახლა ისინი მხოლოდ ცრემლით დასველებულ ფურცლებზე იარსებებენ. ფსიქოლოგების აზრით, უბედური სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა ნამდვილი დაავადება. ამიტომ, როცა სევდა გაუსაძლისი გახდება, შეიარაღდით ფურცლებითა და კალმით, ნუ დაგეზარებათ გრძნობების გამოხატვა ისევ და ისევ, რამდენჯერაც საჭირო გახდება. ამასთან, თქვენ ისწავლით საკუთარი განცდებისა და საქციელის ანალიზს.

იპოვეთ ადამიანები ისეთივე განცდებით, როგორიც თქვენ გაქვთ ეცადეთ ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან გქონდეთ, რომლებსაც თქვენნაირი პრობლემები აქვთ. ჯერ ერთი, შესანიშნავად გაუგებთ ერთმანეთს, მეორე - დაინახავთ რა, თუ როგორ იტანჯება ადამიანი მეორე ადამიანის გამო, რომელიც მას არ აფასებს, მიხვდებით, თუ რამდენად სულელურია ეს, აუტანელი და მოსაწყენი. სასაცილოც, ბოლოს და ბოლოს.

ნუ აღმოჩნდებით მაშინვე სხვის მკლავებში ფსიქოლოგები ამას არ გირჩევენ. საქმე იმაშია, რომ არსებობს რისკი, იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. მაგალითად, შეიძლება ახალ კავალერს ისეთი თვისებები მიაწეროთ, რომლებიც "წინა" შეყვარებულში მოგწონდათ. აღმოცენდება არასაჭირო და უსაფუძვლო ილუზიები და საბოლოო ჯამში კიდევ ერთხელ გაგიცრუვდებათ იმედი. თუმცაღა არაა საჭირო მამაკაცებთან ურთიერთობებზე ტაბუს დადება.

ისწავლეთ გაკვეთილი "სარეაბილიტაციო პერიოდში" საკუთარი თავი დაარწმუნეთ იმაში, რომ არ შეიძლება მამაკაცს მისცეთ უფლება გახდეს ცენტრალური ფიგურა თქვენს ცხოვრებაში, მით უმეტეს, თუ არ გაფასებთ იგი. ეს კი გარანტია იქნება იმისა, რომ ასეთი რამ უკვე აღარასოდეს შეგემთხვევათ.

კომენტარი