რატომ არ ჩანს და დაბრუნდება თუ არა როსტო ნანუკას შოუში?

ლევან როსტოშვილი, იგივე როსტო განახლებულ ნანუკა შოუში არ ჩანს, რის გამოც მაყურებელს არაერთი კითხვა გაუჩნდა. აღნიშნულთან დაკავშირებით droni.ge ნანუკა ჟორჟოლიანსა და თავად ლევან როსტოშვილს დაუკავშირდა.

ნანუკა ჟორჟოლიანი: როსტო ჩემს შოუში აღარაა და როგორ გამოჩნდება. ბოლოდე გადაწყვეტილი არ არის დაბრუნდება თუ არა შოუში. ჯერ როსტომ უნდა გადაწყვიტოს მიდის თუ არა მოსკოვში თავის დასთან.

ლევან როსტოშვილი: თუ ჩემი გეგმები შეიცვლება წასვლასთან დაკავშირებით მაშინ დავბრუნდები ნანუკა შოუში, მაგრამ ჯერჯერობით არ იცვლება.

რატომ მიდიხართ მოსკოვში?

მე ვცხოვრობდი მოსკოვში რამოდენიმე წელიწადი, თან ჩემი და იქ ცხოვრობს და რაღაც გეგმები მაქვს ვნახოთ როგორ განვითარედება მოვლენები. თუ მალე ჩამოვალ ისევ ვიქნები გადაცემაში

დაახლოებით რამდენი ხნით გეგმავთ წასვლას?

რამოდენიმე თვით. დასაწყისისთვის ალბათ ორი, შეიძლება სამი, მაგრამ გადაცემისთვის ეს დიდი დროა, თითქმის მთელი სეზონი, ასე რომ ეს არის მიზეზი.

რაიმე კონკრეტული გეგმები გაქვთ მოსკოვში?

სამი თვე არ არის ის დრო, რომ რაიმე მნიშვნელოვანი დავგეგმო. ჩემს დასთან მივდივარ სტუმრად. და საქმიანობას რაც შეეხება ეს პირადია და არაფერი განსაკუთრებული.

კომენტარი