სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სექსი ქორწინებამდე

ქორწინებამდე სექსი გავრცელებულია მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ საზოგადოებაში. მეოცე საუკუნის დასაწყისში ის შედარებით იშვიათობას წარმოადგენდა, თუმცა დღეისთვის სწრაფად იმატებს.

განვითარებულ ქვეყნებში ქორწინებამდე სექსს ხელი შეუწყო სექსუალურმა რევოლუციამ რომელიც 60-70 იან წლებში დაიწყო. სექსუალურ რევოლუციამდე ასევე გავრცელებული იყო ქორწინებამდე სექსი, თუმცა უმეტესად მამაკაცებში. ქალების მხოლოდ მცირე ნაწილი აკეთებდა იგივეს.

ბოლო ათწლეულებში მკვეთრად იმატებს ქორწინებამდე კავშირების რაოდენობა განსაკუთრებით ქალებში. 1988 წლისთვის კაცების 61%-ს, ხოლო ქალების უკვე 51 % -ს ჰქონდა სქესობრივი აქტოვობა 15-19 წლის ასაკში. ასეთი მაღალი ტემპით მატება გრძელდებოდა 1990 წლამდე, ამის შემდეგ კი ქორწინებამდე სექსის რაოდენობამ კლება დაიწყო.

ქორწინებამდე სქესობრივი აქტივობის გაზრდა დაემთხვა ქორწინების საშუალო ასაკის გაზრდას 1960 წლიდან მოყოლებული 2000 წლამდე აშშ-ში. ქორწინების საშუალო ასაკი კაცებისთვის 22 დან 26 -მდე/ გაიზარდა, ხოლო ქალებისთვის 20-დან 25 -მდე. დღეისთვის ქორწინების ასაკი აშშ-ში კაცებისთვის 28,9 წელია, ქალებისთვის კი 26,9 წელი. საქართველოში 28 -კაცებისთვის; 25 – ქალებისთვის. შეიძლება საიკითხი დაისვას, რომ თავისუფალი სექსი (აქ ქორწინებამდე სექსი) ქორწინების ასაკის გაზრდას უწყობს ხელს, რათქმაუნდა ეს არ არის ერთად-ერთი განამაპირობებელი ფაქტორი.

საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგად, სადაც გამოიკითხა 3,394 მამაკაცი, მათ შორის ქორწინებამდე სექსი ჰქონდა 88 %-ს. მხოლოდ 12 % -ს ჰქონდა პირველი სექსი მეუღლესთან. 51 % -ს პირველი სექსი ჰქონდა მეძავთან.

რაც შეეხება ქალებს: გამოკითხული 1686 ქალიდან პირველი სექსი ქორწინებამდე ჰქონდა 59 %-ს ; 41 % -ს ჰქონდა პირველი სქესობრივი კავშირი მეუღლესთან. 30 % -ს შეყვარებულთან 15 % -ს მეგობართან, ხოლო 14 %-ს პირველი აქტის შემთხვევით სქესობრივი კავშირი ჰქონდა.

კოჰაბიტაცია

მას შემდეგ რაც სექსი ქორწინებამდე გახშირდა, შესაბამისად მოიმატა კოჰაბიტაციის რაოდენობამაც, ანუ დაუქორწინებელი ადამიანების ერთად ცხოვრებამ. 1995 წლისთვის წყვილების 12 % ცხოვრობს ერთად დაუქორწინებლად, ეს მაჩვენებელი 1970- იანი წლებისთვის, მხოლოდ 1 % იყო. კოჰაბიტაცია, როგორც წესი მოკლე ვადიანი მოვლენაა, თუმცა შეიძლება დასრულდეს ქორწინებით. კოჰაბიტაცია წარმოადგენს ე.წ. საცდელ ქორწინებას, მისი 60 % დაშორებით მთავრდება, 40 % ქორწინებით. კოჰაბიტაციაში მყოფ ადამიანებს, უმეტესად შედარებით ნაკლები სექსუალური პარტნიორები ჰყავთ, ვიდრე არადაქორწინებულ, სხვა ადამიანებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100