სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში ყოველწლიური სეზონი - "მიშა გადადექი" გახსნილია...

ბოლოს და ბოლოს საქართველოში გაზაფხულდა. დათბა, ხეები გამწვანდა, რაც მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: ყოველწლიური რევოლუციური ფესტივალი იწყება. 

რევოლუციის მცდელობა საქართველოში სეზონურ ალერგიად იქცა. მთავრობაზე მისი გაგდების მიზნით ზეწოლის სურვილი გაზაფხულზე ძლიერდება, ზაფხულში ისვენებს რომ პოლიტიკოსებს ევროპაში „შოფინგის“ და ხმელთაშუაზღვის პლაჟებზე გართობის დრო მისცეს და სასკოლო სემესტრივით შემოდგომაზე ბრუნდება. ამ ამაყი ტრადიციისადმი ლოიალურმა ზოგიერთმა პოლიტიკოსმა პრეზიდენტ მიხეილ (მიშა) სააკაშვილს კოჭში ხელი წაავლო (რა თქმა უნდა მეტაფორულად) იმისთვის რომ პოლიტიკური კვარცხლბეკიდან მის გადმოგდებას შეეცადოს, მაგრამ ამავდროულად მეორე ხელით ერთმანეთს თმებს აწიწკნიან.

ბოლო დროს "ქართულმა პარტიამ" მიზანში ამერიკის საელჩო ამოიღო იმის გამო, რასაც თავად ვაშინგტონის მხრიდან სააკაშვილის ძლიერ მხარდაჭერას უწოდებს. გარდა ამისა თავს დაესხნენ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც გადაწყვიტეს არ დაესწრონ წლევანდელ რევოლუციას და არ იზიარებენ აშშ-სადმი მათ კრიტიკას და თითქოს პოლიტიკური ბრძოლის წარმოებისთვის სხვა გზებს არჩევენ.

შემდეგ პერსონალური შეურაცხყოფების დროც მოვიდა. მას შემდეგ რაც ერთ-ერთი სატელევიზიო დებატის დროს ერთმანეთს „ნაძირლები“ უძახეს, ”ქართული პარტიის” თავმჯდომარე სოზარ სუბარმა და ზომიერი ოპოზიციური ”რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ტალახის სროლის ისეთი პარტია წამოიწყეს, რომელშიც საქართველოს თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია ჩაერთო.

და რა თქმა უნდა, ნუ დავივიწყებთ რუსეთს. ჩვეულებრივ მთავრობა ამტკიცებს, რომ სააკაშვილზე ზოგიერთი თავდასხმა რუსეთის დავალებით ხდება. ამ ჯერზე ოპოზიციამ მათ სილა გაულაწუნა იმის მტკიცებით, რომ მათი ოპონენტების ნაწილი კრემლთან თანამშრომლობს.

ცხადია რომ ეს მეორეხარისხოვანი შოუ მთავარი სანახაობის – დაპირებული რევოლუციის – შესავლია.

მიუხედავად ამისა, პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე დღემდე ეპატიჟება მის მხარდამჭერებს 21 მაისს მიშასთან კიდევ ერთ „ფინალურ ბრძოლაზე“ დასასწრებად. კალენდარი მონიშნეთ.

foreignpress.ge, eurasianet.org

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100