"თავისუფლების სარტყელს" შეერთებული შტატების მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა სჭირდება

სენატორები: ჯონ კაილი, რონ ჯონსონი, ჯეფ სეშნზი, მაიკ კრაპო

ოცი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა და უკრაინამ, საქართველომ, ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს. ამ ქვეყნებს შეგვიძლია ვუწოდოთ „თავისუფლების სარტყელი“, რადგან ისინი ევროპას რუსეთისგან ბუფერულ ფარს უქმნიან

და მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყნები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, ყველა მათგანს რთულ ბრძოლაში მოპოვებული თავისუფლება აერთიანებს. 50-წლიანი კომუნისტური დიქტატის შემდეგ დემოკრატიის განვითარებისა და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკური სისტემის მშენებლობის პროცესი საკმაოდ რთულია, თუმცა ის ფაქტი, რომ ამ ქვეყნებს საქმე დიდ და სახიფათო მეზობელთან აქვთ, რომელიც შეპყრობილია მათი ძალისხმევის ბოიკოტირებით, ამ პროცესს კიდევ უფრო ართულებს.

მასშტაბებისა და სამხედრო ძლიერების მიუხედავად, რუსეთის ქმედებები იმის დემონსტრირებაა, რომ მოსკოვი კვლავ არ არის დარწმუნებული საკუთარ სისტემაში. დიქოტომია ხაზგასმულია იმ მეზობელი ქვეყნების მზარდი წარმატებით, რომლებიც ადრე სსრკ-ს შემადგენლობაში შედიოდნენ.

მოტივაციისგან დამოუკიდებლად, რუსეთის ქმედებებს წინააღმდეგობა ხვდება და საქართველოს და ბალტიის ქვეყნები (ესტონეთი, ლატვია, ლიტვა) აშშ-ს მხარდაჭერისკენ მიისწრაფვიან. ნებისმიერ ტრანსაქტულ პროცესზე მეტად, რომელიც აშშ-რუსეთის „გადატვირთვის“ დათმობებს ეფუძნება, რუსეთის ქმედებები და მისი ურთიერთობა დასავლეთთან ამ ქვეყნების წარმატებას აუმჯობესებს (ნაწილობრივ იმიტომ, რომ ეს შეიძლება ძლიერი და მისაბაძი მაგალითი გახდეს რუსი ხალხისთვის).

მაშ რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ მათ დასახმარებლად? მართალია ყველა ამ ქვეყანას საკუთარი უნიკალური პრობლემები და განსხვავებული შესაძლებლობები აქვს, თუმცა ხუთივე მიისწრაფვის აშშ-სთან უფრო მჭიდრო ურთიერთობებისა და თანამშრომლობისკენ.

სამწუხაროდ უკრაინაში რუსული გავლენა მნიშვნელოვანია, ამიტომ ის არ ავლენს ისეთ პროგრესს, როგორი პოტენციალიც აქვს, როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად. ოპოზიციური პარტიის წევრებმა უკრაინა ”ნარინჯისფერი რევოლუციის” პრიზმაში დაგვანახეს, თუმცა მათ ვერ შესძლეს იმედების გამართლება. უკრაინას უცხოური ინვესტიციები სჭირდება, თუმცა ჯერ-ჯერობით ის ვერ შესძლებს გრძელვადიანი რეფორმების წარმატებით გამოყენებას, ინვესტორები ძალიან მოერიდებიან ისეთ ბიზნეს-კლიმატში შესვლას, სადაც ასეთი მასშტაბური კორუფციაა.

2008 წელს სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთში რუსული ინტერვენციის მიუხედავად, საქართველოს უფრო ნათელი პერსპექტივა აქვს. მიხეილ სააკაშვილის დინამიური მმართველობა რონალდ რეიგანის და მილტონ ფრიდმანის ეკონომიკურ პრინციპებს ეფუძნება. იმის გამო, რომ რუსულ არმიას დღესაც ოკუპირებული აქვს ამ ქვეყნის ტერიტორიის ერთი-მეხუთედი, ხოლო ათასამდე ქართველი სამხედრო ამერიკელებთან ერთად ავღანეთში იბრძვის, საქართველომ აშშ-სგან თავდაცვითი შეიარაღების შეძენის სურვილი გამოსთქვა და მას ამის ნება უნდა დავრთოთ. ამავდროულად საქართველო, რომელიც ნატო-ს მომავალი წევრია, შესანიშნავი მოედანია აშშ-ს და ევროპის ანტი-სარაკეტო თავდაცვის მხარდაჭერისთვის. საქართველოს გრძელვადიან წარმატებას ხელს შეუწყობს ასევე თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმების ფომით აშშ-სთან ეკონომიკური თანამშრომლობა და მისი ევროკავშირში გაწევრიანება.

ბალტიისპირული სახელმწიფოები უფრო წარმატებულები არიან, თუმცა რუსეთმა, რომელიც დიდი ხანია ძალისხმევას არ იშურებს შეინარჩუნოს ევროპის დიდი ნაწილის რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება, ჩაშალა ატომური ელექტროსადგურის დაფინანსებასა და ვალდებულებებთან დაკავშირებული მცდელობები (საბჭოთა სადგურის სანაცვლოდ, რომლის დახურვაც აუცილებელია ევროკავშირში წევრობის გამო). ეს შესაძლოა ამერიკული კომპანიებისთვის საინვესტიციო შესაძლებლობას წარმოადგენდეს.

ბალტიის სახელმწიფოებმა ნატო-ს და აშშ-ს საკუთარი ერთგულება დაუმტკიცეს, უპირობოდ მონაწილეობენ რა ერაყსა და ავღანეთში, ხოლო ესტონეთი ნატო-ს მხოლოდ რამდენიმე წევრ სახელმწიფოს შორის ერთ-ერთია, რომელიც მზადაა დაიცვას ვალდებულება, რომელიც გულისხმობს საკუთარი მშპ-ს 2%-ის ხარჯვას თავდაცვაზე. ყველა ქვეყანას სურს, რომ ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა განაგრძოს მათ ტერიტორიებზე საჰაერო პატრულირება და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მათ უნდათ ამერიკისთვის ბაზების შეთავაზება და ხარჯების ანაზღაურება.

ბალტიისპირული სახელმწიფოები მკვეთრად აპროტესტებენ ევროპიდან ბირთვული შეიარაღების გატანას, თუკი ამ შეიარაღების მასპინძელი ქვეყნები მაინც მოითხოვენ საკუთარი ტერიტორიებიდან მის გატანას, ზოგიერთების განცხადებით, ბალტიის ქვეყნებმა შესაძლოა ამ შეიარაღების საკუთარ ტერიტორიაზე განთავსების სურვილი გამოსთქვან, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც მათი საზღვრების ირგვლივ რუსული შეიარაღების ათასობით ერთეულია განთავსებული.

ამ ქვეყნებში ბოლოდროინდელი ვიზიტის დროს ჩვენ ბევრჯერ მოვისმინეთ ის, თუ რას ნიშნავს იქაური ხალხისა და ლიდერებისთვის რეიგანის მემკვიდრეობა. ერთმა ცნობილმა ბალტიისპირელმა მოღვაწემ აშშ-ს თითოეულ ქვეყანაში „რეიგანის ცენტრების“ განთავსებისკენ მოუწოდა და არა მხოლოდ პრეზიდენტის 40-წლიანი მემკვიდრეობის განმტკიცებისთვის, არამედ იმ შესაძლებლობის გაჩენისთვისაც, რომ გაგებულ იქნას ის პოლიტიკური და ეკონომიკური პოლიტიკა, რომელმაც ხელი შეუწყო ამერიკაში თავისუფლების ჩამოყალიბებას და მის აყვავებას.

რეიგანის დაბადების 100-წლისთავზე ჩვენ გვჯერა, რომ ამერიკის ლიდერებმა, როგორც მთავრობის შიგნით, ასევე მის გარეთ, ერთად უნდა იმუშაონ იმისთვის, რომ ასეთი ცენტრები რეალობად იქცეს. როგორც სჩანს, თავისუფლების იდეალებისადმი ამდენად ერთგული ისეთი ადამიანები, როგორებიც საქართველოში, ბალტიისპირეთსა და უკრაინაში არიან, დედამიწაზე არ მოიძებნებიან.

ამერიკამ უნდა გამოიყენოს ეს მომენტი 21-ე საუკუნის თავისუფლებისა და დემოკრატიის სარტყელის თვალსაზრისით და არა მხოლოდ მხარი დაუჭიროს მათ, არამედ მკაფიო მაგალითი უჩვენოს რუს ხალხს, რომელიც სწორი პოლიტიკისა და სწორი ლიდერების პირობებში, ანალოგიური შესაძლებლობებით ისარგებლებს.

ჯონ კაილი, რონ ჯონსონი, ჯეფ სეშნზი, მაიკ კრაპო – რესუბლიკელი სენატორები არიან.

კომენტარი