სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შეტაკებები სააკაშვილის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე

ოპოზიციის ლიდერი ბურჯანაძე: „რევოლუციის დასაწყისი“ – ახალი დავა რუსეთთან

პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ დაწყებული აქციების დროს პოლიციას და დემონსტრანტებს შორის სასტიკი შეტაკებები მოხდა. კვირას პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეები თავს დაესხნენ პოლიციის ავტომობილს და სხვა სატრანსპორტო საშუალებებს. ოპოზიციის ლიდერმა ბურჯანაძემ „რევოლუციის დაწყების“ შესახებ განაცხადა.

შაბათს თბილისში დაახლოებით 6 000-მა მანიფესტანტმა პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომა მოითხოვა და ის ავტორიტარულ მმართვის სტილში დაადანაშაულა. „სააკაშვილი საქართველოს ანადგურებს“, – განაცხადა აქციების მთავარი სპიკერის რანგში ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილმა. 25 მაისი, პოპულარული არაბული აჯანყებების მსგავსად „მრისხანების დღედ“ გამოცხადდა.

პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა

აქციის მონაწილეებმა ღამე სახელმწიფო ტელევიზიის შენობის წინ გაათენეს და დილით თავს დაესხნენ პოლიციის ავტომანქანას და ჩაამსხვრიეს მისი მინები. ეს თავდასხმა მომიტინგეების თქმით ამ პოლიციელების მხრიდან აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის გატაცების მცდელობას მოჰყვა.

პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ჩინოვნიკები იძულებულნი იყვნენ „მშვიდობიანი მოქალაქეები“ დაეცვათ, – განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა. მეორე ინციდენტში დემონსტრანტები ჯოხებით დაესხნენ თავს რამდენიმე ავტომობილს, რადგან მათ მძღოლები სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ პოლიციელებად მიიჩნიეს.

ხელისუფლების მოქმედებამ „რევოლუციის დაწყების“ პროვოცირება მოახდინა, განაცხადა ოპოზიციის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ. კვირას შუადღის შემდეგ დემონსტრანტებმა ტელევიზიის შენობის წინ აქცია განაგრძეს. შაბათს საღამოს შავი ზღვის სანაპირო ქალაქ ბათუმში პოლიციამ კიდევ ერთი აქცია დაშალა. შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ოპოზიციის ბრალდებას იმის თაობაზე, თითქოს ბოლო სამი დღის განმავლობაში ასობით ადამიანი დააკავა; მხოლოდ თორმეტამდე დაკავება მოხდა შაბათ-კვირის განმავლობაში.

ახალი დავა რუსეთთან

სააკაშვილი ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ხელისუფლებაში ეგრედწოდებული „ვარდების რევოლუციით“, დემოკრატიზაციის დროშის ქვეშ მოვიდა. თუმცა, უკვე რამდენიმე წელია, რაც ამ პროდასავლელ პრეზიდენტს ავტორიტარიზმში ადანაშაულებენ. 2008 წელს მისი მცდელობა, ამ კავკასიურ რესპუბლიკას აჯანყებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებზე კონტროლი აღედგინა, რუსეთის არმიასთან უმძიმესი სამხედრო მარცხით დასრულდა.

ამავდროულად, თბილისში პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს შორის ახალი დავის წარმოქმნის საფუძველს ქმნის. დეკლარაციაში ნათქვამია, რომ რუსეთის იმპერიის ხელმძღვანელობამ 1763-1864 წლებში კავკასიის ტერიტორიაზე ჩერქეზების „ეთნიკური წმენდა“ მოაწყო. მოსკოვი განრისხდა. „საქართველოს ხელისუფლებას სინამდვილეში არ ანაღვლებს ჩერქეზი ხალხის ტრაგიკული ბედი, არამედ ეს მისი (ანტი-რუსული) კომპლექსის მორიგი გამოვლინებაა“, – განაცხადა დუმას საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა კონსტანტინე კოსაჩოვმა.

საქართველოს პარლამენტმა მიიღო ასევე კანონი საჯარო სამსახურებიდან „პოლიტიზირებული“ ადამიანების, მაგალითად „კაგებეს“ ყოფილი აგენტების არ დაშვების შესახებ. გარდა ამისა, ყველა საბჭოთა ქანდაკება და ტოპონიმი კანონგარეშე გამოცხადდა. ხელისუფლება „ტერორიზმთან ბრძოლის“ სახელით თავისუფლებებს ზღუდავს. ადამიანის უფლებათა დამცველები და ოპოზიციური ჯგუფები „თავისუფლების ქარტიას“ აკრიტიკებენ და მას „პოლიციური სახელმწიფოსკენ გადადგმულ ნაბიჯს“ უწოდებენ. (APA)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100