სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართული პროტესტი, შეტევა ტელევიზიის შენობაზე

მარგარიტა ანთიძე, გლებ ბრიანსკი

თბილისი – დაახლოებით 10 000 ქართველი გამოვიდა თბილისის ქუჩებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, პარალელურად სამხრეთ-დასავლეთის ქალაქ ბათუმში, თვითმხილველის თქმით, დემონსტრანტები ტელევიზიის შენობაში შეჭრას შეეცადნენ.

შავი ზღვის რეგიონის აჭარის სახელმწიფო ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ცირა აბულაძემ ბათუმიდან Reuters-ს ტელეფონით აცნობა, რომ 400-ზე მეტი ადამიანი ტელევიზიის კარს აწვებოდა და ფანჯრებს ქვებს ესროდა.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით პოლიციამ მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნა. აბულაძის თქმით, პოლიციას იარაღი არ გამოუყენებია, თუმცა დასძინა, რომ შეტაკების დროს რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მან განაცხადა, რომ პოლიციასთან შეტაკების შემდეგ, თავდამსხმელებმა მოედანი დატოვეს.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოსკოვის მხარდაჭერილი აჭარის ლიდერი 2004 წელს გააძევა და რეგიონზე თბილისის კონტროლი გააძლიერა. მაგრამ მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი კიდევ ორი რეგიონი სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი კვლავ თბილისის კონტროლს მიღმა რჩება.

2008 წლის რუსეთთან ომით დასუსტებულმა სააკაშვილმა, მას შემდეგ კონტროლი დაიბრუნა, გადალახა რა რამდენიმე თვიანი პროტესტი 2009 წელს.

ოპონენტები სააკაშვილს ადანაშაულებენ, რომ მან საქართველოში ავტოკრატიული მმართველობა დაამკვიდრა. ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაზე ძალიან მნიშვნელოვანი საავტომობილო, სარკინიგზო და ენერგეტიკული მარშრუტები გადის.

მანიფესტანტებმა, სააკაშვილის ყოფილი მოკავშირის და პარლამენტის ყოფილი სპიკერის ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით, თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე ჩაიარეს, გადაკეტეს ქუჩა და შემდეგ თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ.

„ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ თქვენთან ერთად. ეს უკანასკნელი და გადამწყვეტი ბრძოლაა ყველა ჩვენთაგანისთვის და არ ვაპირებთ უკან დახევას“, – უთხრა შეკრებილთ ნინო ბურჯანაძემ.

„ჩვენ ვერ დაველოდებით მომავალ არჩევნებს და თუკი ჩვენ მოცდა არ გვინდა ახლა უნდა ვიმოქმედოთ“.

ბურჯანაძე მანიფესტანტებს საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის შენობისკენ გაუძღვა, სადაც მომიტინგეებმა, ისევე როგორც ბათუმში, ვიდრე გაიფანტებოდნენ საეთერო დრო მოითხოვეს.

სააკაშვილის „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს ადგილობრივ არჩევნებში 2010 წლის მაისში გაიმარჯვა. ეს იყო პირველი საარჩევნო გამოცდა მთავრობისთვის 2008 წლის რუსეთთან ომის შემდეგ, რომელიც სამხრეთ ოსეთის აჯანყებული რეგიონის გამო გაჩაღდა. სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს იწურება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100