ვალერია ნოვოდვორსკაია: ბურჯანაძე ეროვნული მოღალატეა

ბურჯანაძე - ეროვნული მოღალატეა, რომელმაც ყველა რუსული კაბინეტი მოიარა - აცხადებს რუსი დისიდენტი, ჟურნალისტი ვალერია ნოვოდვორსკაია უკრაინულ მედიასთან საუბარში.

"ბურჯანაძე - ეროვნული მოღალატეა, რომელმაც ყველა რუსული კაბინეტი მოიარა საქართველოზე წუწუნით. მას არ ეხამუშა ჩასულიყო ქვეყანაში, რომელსაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს და რომელიც არის ოკუპანტი. ეს იმის ტოლფასია, მეორე მსოფლიო ომის დროს რომელიმე ინგლისელი პოლიტიკოსი რომ ჩასულიყო ჰიტლერთან და ჩერჩილზე დაეწყო ჩივილი. როგორ შეხვდებოდნენ მათ ინგლისში? ბურჯანაძე კი არც დაუპატიმრებიათ", _ აცხადებს ნოვოდვორსკაია და აღნიშნავს, რომ მოღალატე საერთოდ არ შეიძლება გამოჩენილი პოლიტიკოსი იყოს.

"პოლიტიკოსად ყოფნა რომელსაც ვინმე მაინც მისცემს ხმას ნინო ბურჯანაძემ მაშინ დაასრულა, როდესაც რუსეთს დაუკავშირდა. ამის გარეშე იგი შესაძლოა გამხდარიყო კიდეც საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, მაგრამ მან მოღალატეობა აიჩია. საქართველო მას ამას არასოდეს არ აპატიებს", - აცხადებს ვალერია ნოვოდვორსკაია.

კომენტარი