სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მონაზვნის ფორმაში გადაცმულმა ბანდიტებმა ბანკი გაძარცვეს

ილინოისის შტატის ქალაქ პალოს–ჰეიტსის ერთ–ერთი ბანკი, ორიგინალურმა მძარცველებმა გაძარცვეს. ქურდები მონაზვნის ფორმაში იყვნენ გადაცმულები. აღნიშნულ ინფორმაციას „The Chicago Sun-Times“ ავრცელებს.

ბანკი 30 მაისს გაიძარცვა, მაგრამ დეტალური ინფორმაცია დღეს გავრცელდა. ფილიალის დახურვამდე რამდენიმე წუთით ადრე, ბანკში ორი მამაკაცი შეიჭრა. ისინი მონაზვნის ტანისამოსსა და ნიღბებში იყვნენ გადაცმულები. ნიღბები რეზინის იყო და შესახედავად არც თუ ისე სასიამოვნო.

ერთ–ერთი მძარცველი რევოლვერით, მეორე კი ნახევრადავტომატური იარაღით იყო შეიარაღებული. მძარცველებმა მუქარის საშუალებით, მომსახურე პერსონალი ბანკის საცავში შეიყვანეს, არსებული თანხა სრულიად გაიტაცეს და ვერცხლისფერი „Chevrolet Impala“–თი გაუჩინარდნენ. გატაცებული თანხის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

პოლიცია და „FBI” მძარცველებს ეძებენ. აღსანიშნავია, რომ თვითმხილველების მტკიცებით ბანკში არა ორი მამაკაცი, არამედ მამაკაცი და ქალბატონი შეიჭრნენ, რომლებიც დაახლოებით 170 სანტიმეტრის სიმაღლისანი იყნენ. მიუხედავად ყველაფრისა, სამართალდამცავები „ღია კანის აფროამერიკელებს“ ეძებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100