სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვახტანგ კიკაბიძე: სააკაშვილმა მხოლოდ მესამედი გააკეთა იმისა, რაც შეუძლია...

მსახიობისა და მომღერალის ვახტანგ კიკაბიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა მხოლოდ მესამედი გააკეთა იმისა, რაც შეუძლია რომ გააკეთოს. კიკაბაძემ ამის შესახებ „კომსომოლსკაია პრავდისთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი, ახალგაზრდა ლიდერი, საქართველოს ღმერთმა გამოუგზავნა.

„ვერ წარმოვიდგენდი, რომ იგი ამდენს რამეს გააკეთებდა, თუმცა მიმაჩნია, რომ მან გააკეთა მხოლოდ მესამედი იმისა, რაც შეუძლია რომ გააკეთოს“, – აღნიშნა კიკაბიძემ.


კიკაბიძე ამბობს, რომ პრეზიდენტს საკმაოდ კარგად იცნობს და როცა მას ესაუბრება, სააკაშვილი რაღაც სხვა საქმესაც აკეთებს, ფიქრობს და გეგმავს.

„სააკაშვილი ერთ დროს დანგრეული და გაპარტახებული ქვეყნის გაძლიერებას ცდილობს“, – აცხადებს კიკაბიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100